Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაელექტრონული კომუნიკაციების შესახებმუხლი 52

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 52. ლიცენზიის აუქციონის საფუძველზე გაცემა

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ტელეკომუნიკაციებიტელეკომუნიკაციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456788¹9

1.რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სულ ცოტა 1 თვით ადრე ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და განთავსდება ინტერნეტის ქსელში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2.აუქციონის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს: ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრები; ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობისას მისი გამოყენების ტექნიკური და საოპერაციო პირობები, რომლებიც უზრუნველყოფს საზიანო ხელშეშლებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილებას; გ) საწყისი ან შეთავაზებული საფასური; დ) განცხადებათა მიღების დაწყებისა და დამთავრების, აუქციონის გამართვის ვადები; ე) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული სხვა მონაცემები.

3.(ამოღებულია - 28.12.2005, №2564) .

4.აუქციონის გამართვის დროს კომისია ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალეობის, საჯაროობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებით.

5.აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის მაქსიმალური ოდენობის შეთავაზება, რომლის 30 პროცენტის გადახდა ხორციელდება აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან ინტერნეტის ქსელით.

6.ლიცენზია გაიცემა კონკურსში გამარჯვებულის მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30 პროცენტის გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა ხორციელდება ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

7.თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიზანია ავტორიზებული საქმიანობის დაწყება (მომსახურების გაწევის დაწყება) და შესაბამისად მის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის თანახმად მიღების მიზნით აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. აუქციონში გამარჯვებულ პირს ეძლევა დამატებითი ვადა აღნიშნული შეუსაბამობის გამოსასწორებლად.

8.ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა.

8¹.დაუშვებელია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან 6 თვით ერთი წლის განმავლობაში.

9.ამ კანონით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად უნდა უზრუნველყოს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა და ექსპლუატაცია ლიცენზიით განსაზღვრულ თითოეულ გეოგრაფიულ ზონაში; ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება; გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ოპერატორისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდება; დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით, შესაბამისი ავტორიზაციის საფუძველზე, განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მომხმარებლებისათვის (მათ შორის, ბოლო მომხმარებლებისათვის) მომსახურების მიწოდება. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3453 - სსმ I, №29, 26.07.2006 წ., მუხ.230 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 30 ნოე. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 თებ. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    52-ე მუხლის პირველ პუნქტში აუქციონის გადაწყვეტილების სფეროდან ამოღებულია ნუმერაციის რესურსი და დარჩა მხოლოდ რადიოსიხშირული სპექტრი.

  2. 28 ივლ. 2008· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2008

    52-ე მუხლს დაემატა მე-8 და მე-9 პუნქტები, რომლებიც აწესებს პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულებას და მისი შინაარსის მოთხოვნებს.

  3. 26 ივლ. 2006

    52-ე მუხლის პირველ პუნქტში გადაწყვეტილების წინასწარი გავრცელების მინიმალური ვადა 2 თვიდან 1 თვემდე შეიცვალა. ინტერნეტით გავრცელების ნაცვლად დაწესდა გადაწყვეტილების განთავსება კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

  4. 18 იან. 2006

    მე-2 პუნქტს დაემატა „ე“ ქვეპუნქტი აუქციონის გამოცხადების შინაარსზე, მე-3 პუნქტი ამოღებულია, ხოლო მე-7 პუნქტში ნებართვის ერთი გაჩერების წესი უკავშირდება გამარჯვებული პირის მიზანს — დაიწყოს ავტორიზებული საქმიანობა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 51¹შემდეგი მუხლი 52¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიასერვისის გვერდი
  • სიხშირული სპექტრის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • სპექტრის განაწილებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №50

  • 4 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2011
  • 9 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ლიცენზიებისა და ნე… 18მუხლი 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 50ლიცენზიის მიღების საფუძველი
  • 52¹ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესი
  • 49ლიცენზია, ლიცენზიის მოქმედების ვადა

მაუწყებლობის შესახებ

  • 43ლიცენზიის გასაცემად კონკურსის ჩატარების წესი
  • 12კომისიის ბიუჯეტი. სალიცენზიო გადასახდელი. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური. ყოველწლიური რეგულირების საფასური
  • 74ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 18სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი
  • 19სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი. სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 48ლიცენზიის გაცემის წესი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 13ლიცენზიების გაცემა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 8აუქციონში მონაწილეობის პირობა

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

  • 7აუქციონში მონაწილეობის პირობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1819185052¹4943127448781352
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…ელექტრონული კომუნიკაცი…მაუწყებლობის შესახებცხოველთა სამყაროს შესა…ენერგეტიკისა და წყალმო…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026