Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებმუხლი 43

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

მუხლი 43

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 5 ოქტ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ლიცენზიარს (სელექციონერს) უფლება აქვს, სხვა პირზე (ლიცენზიატზე) გასცეს რეგისტრირებული ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზია.

2.ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზიის გაცემა დასაშვებია საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებულ ცხოველის ან მცენარის ახალ ჯიშზე.

3.ლიცენზია შეიძლება იყოს მარტივი ან განსაკუთრებული.

4.მარტივი ლიცენზიის ხელშეკრულებით ლიცენზიარი გადასცემს ლიცენზიატს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების უფლებას. ამასთანავე, ლიცენზიარი ინარჩუნებს ყველა განსაკუთრებულ უფლებას და უფლებას, დადოს სხვა მარტივი სალიცენზიო ხელშეკრულებები.

5.განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ლიცენზიარი მხოლოდ ლიცენზიატს გადასცემს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების უფლებას. ამასთანავე, ლიცენზიარი განსაკუთრებული სალიცენზიო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თავად კარგავს ამ ხელშეკრულებით გადაცემულ განსაკუთრებულ უფლებებს და უფლებას, დადოს სხვა სალიცენზიო ხელშეკრულებები.

6.სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს წერილობით და უნდა ითვალისწინებდეს: ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის შესახებ ზუსტ მონაცემებს, ჯიშის გამოყენების სახეებს, ხელშეკრულების მოქმედების ვადას და ტერიტორიას, ანაზღაურების ოდენობას ან ოდენობის განსაზღვრის წესსა და ვადას, აგრეთვე სხვა პირობებს, რომლებსაც მხარეები არსებითად მიიჩნევენ.

7.ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის ყველა იმ სახით გამოყენების უფლება, რომლებიც სალიცენზიო ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, ეკუთვნის ლიცენზიარს.

8.ლიცენზიატს ეკრძალება სალიცენზიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა ან ქველიცენზიის გაცემა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული სალიცენზიო ხელშეკრულებით.

წინა მუხლი 42შემდეგი მუხლი 44

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2022-10-05 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 44—
  • 33—
  • 6—

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 26სალიცენზიო ხელშეკრულება

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 46ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია
  • 48ლიცენზიის გაცემის წესი

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 20სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა. სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
  • 18სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი
  • 3ტერმინთა განმარტება

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 59კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე
  • 52¹სავალდებულო ლიცენზია

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 7ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5952¹2672018346484433643
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა და მცენარეთა …სასაქონლო ნიშნების შეს…ცხოველთა სამყაროს შესა…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს საპატენტო …სამეწარმეო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 5 ოქტ. 2022