1.საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.
2.საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3.საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლივ.
4.საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ხორციელდება უსასყიდლოდ.
5.საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) პირადი განცხადებით მოეხსნა უფლებამოსილება; ბ) არჩეულია ან დანიშნულია საკრებულოს შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის (მთავრობის) წევრად, გარდა სოფლის, თემის, დაბის გამგებლისა; გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; ე) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ვ) არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში; ზ) გარდაიცვალა.
6.საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საკრებულო იღებს ცნობად. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106 თავი V საკრებულოების აღმასრულებელი ორგანოები

