ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

მუხლი 28. ადგილობრივი სამსახურები

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ადგილობრივი სამსახური არის ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ შექმნილი, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხორციელებას.

2.ადგილობრივი სამსახურების უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.

3.ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელი წარმართავს სამსახურის საქმიანობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე; გამგებლის (მერის), გამგეობისა (მთავრობისა) და საკრებულოს შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას.

4.სამსახურის ხელმძღვანელის ბრძანებებს აუქმებს გამგებელი (მერი), საკრებულო, აგრეთვე სასამართლო – კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

5.სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია გამგებლის (მერის), გამგეობისა (მთავრობისა) და საკრებულოს წინაშე. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 თებ. 2001 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
74767 (და…132931551624628
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი მოსაკრებლე…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს რესპუბლიკი…ქვეყანაში სიღატაკის დო…პენიტენციური კოდექსი