Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყლის შესახებმუხლი 17

წყლის შესახებ

მუხლი 17. შავი ზღვის ბუნებრივი რესურსების დაცვა

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 30 ივნ. 2023 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030
თემები:წყლის რესურსებისატყეო საქმედაბინძურების კონტროლიგარემოს დაცვის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში შავი ზღვის ცხოველთა სამყაროსა (თევზები, წყლის უხერხემლოები და ზღვის ძუძუმწოვრები) და სხვა ცოცხალი რესურსების დაცვის მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს: ა) ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტებით და სხვა ცოცხალი რესურსებით სარგებლობის აკრძალვისა და შეზღუდვის დაწესებას; ბ) ზღვის გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების პირობების და არეალების და სამიგრაციო გზების დაცვას; გ) ზღვის აკვატორიის ფარგლებში დაცული ტერიტორიების შექმნას; დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ზღვის გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვას და გენოფონდის რეზერვატების შექმნისა და ფუნქციონირების დაფინანსებას ; ე) ზღვის ცხოველთა სამყაროს და სხვა ცოცხალი რესურსებით თვითნებური სარგებლობისგან და სხვა დარღვევებისაგან დაცვას; ვ) ზღვის გარეულ ცხოველთა დაღუპვის თავიდან აცილების მიზნით იმ სამშენებლო, საწარმოო თუ ტექნოლოგიური პროცესების პროექტების ექსპერტიზას, რომელთა განხორციელებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ცხოველთა სამყაროს; ზ) სტიქიური უბედურების ან სხვა მიზეზით შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის დროს ზღვის გარეული ცხოველებისათვის დახმარების აღმოჩენას და გადარჩენას; თ) იმ მეცნიერული კვლევების დაფინანსებას, რომელთა მიზანია ზღვის ცხოველთა სამყაროს და სხვა ცოცხალი რესურსების დაცვის მეთოდების დამუშავება და დახვეწა; ი) ზღვის გარეული ცხოველების ცალკეულ სახეობათა კეთილდღეობის სტატუსის დადგენას; კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ზღვის ცხოველთა სამყაროს და სხვა ცოცხალი რესურსების დაცვის პროპაგანდას.

2.აკრძალულია მცირე ვეშაპისებრთა მოპოვება, გარდა „ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

3.აკრძალულია ზღვის ძუძუმწოვრებზე წყალქვეშა ნადირობა.

4.საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ აწარმოონ მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებების ან შეთანხმებების საფუძველზე. ამ მიზნით სამინისტრო: ა) ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს სარგებლობისათვის დაშვებულ ზღვის ცხოველთა სამყაროს ყოველი ცალკეული ობიექტისათვის ყოველწლიური მოპოვების დასაშვებ რაოდენობას (ბუნებრივი რესურსით სარგებლობის კვოტას) და ამ რაოდენობის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ან შეთანხმებების საფუძველზე შეიძლება სარგებლობისთვის გადაეცეს უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს – „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „გარემოზე დატვირთვის ნორმების შესახებ“ დებულებით. სარგებლობისათვის დაშვებულ ზღვის ცხოველთა სამყაროს ყოველი ცალკეული ობიექტისათვის ყოველწლიური მოპოვების დასაშვები რაოდენობა (კვოტა) განისაზღვრება „გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კვოტების დადგენის წესის შესახებ“ დებულებით; ბ) აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გამოყოფს ზღვის ცალკეულ რაიონს (რაიონებს), სადაც უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება. ამგვარი რაიონი (რაიონები) უნდა გამოიყოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით „ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოსაპოვებლად უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი შავი ზღვის ცალკეული რაიონის (რაიონების) დამტკიცების შესახებ“.

5.საქართველოს მდინარეების ანადრომული (თევზის ის სახეობები, რომელთა მასობრივი სეზონური გადაადგილება ხდება მდინარის წყლის დინების საწინააღმდეგოდ) სახეობის თევზების დაცვა ხორციელდება მათი აღწარმოებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის, საბინადრო გარემოს შენარჩუნების, რეწვის რეგულირების წესების დადგენის, საქართველოს ტერიტორიული წყლების, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ დასაშვები მოპოვების საერთო რაოდენობის დადგენის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების გატარების გზით.

6.საქართველოს მდინარეების ანადრომული სახეობის თევზის რესურსებთან დაკავშირებული ღონისძიებების და წესების დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ ხორციელდება საქართველოსა და სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულების საფუძველზე.

7.საქართველოს მდინარეების ანადრომული სახეობის თევზის რეწვა სხვა დაინტერესებული სახელმწიფოების მიერ საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ ხორციელდება საქართველოსა და ამ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

8.(ამოღებულია – 25.03.2013, №494).

9.(ამოღებულია – 25.03.2013, №494).

10.საქართველოს კონტინენტური შელფის ბუნებრივი რესურსების შესწავლასთან, მოპოვებასთან და დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ნაგებობებისა და მოწყობილობების გარშემო იქმნება უსაფრთხოების ზონა, რომლის გავრცელების რადიუსი ნაგებობებისა და მოწყობილობების სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება აღწევდეს 500 მეტრს. ნაგებობებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი პირობების დაცვა: ა) ეს ნაგებობები და მოწყობილობები და მათი უსაფრთხოების ზონა არ შეიძლება განლაგდეს ზღვის იმ მონაკვეთებზე, რომლებზედაც გადის საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის გზები; ბ) გემის შესვლა ამ ნაგებობებისა და მოწყობილობების უსაფრთხოების ზონის საზღვრებში შეიძლება მხოლოდ სპეციალური ნებართვით, რომელსაც გასცემს ამ ნაგებობებისა და მოწყობილობების მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით; გ) ნაგებობების და მოწყობილობების მესაკუთრე ან მოსარგებლე ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს ამ ნაგებობების და მოწყობილობების დაცვა, მათი ზღვაში არსებობის მანიშნებელი საშუალებების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა, უსაფრთხოების ზონაში ზღვის ცოცხალი რესურსების დაცვის ღონისძიებათა გატარება; დ) ნაგებობები და მოწყობილობები, რომელთა ექსპლუატაცია საბოლოოდ დამთავრებულია ან შეწყვეტილია კომპეტენტური სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარება ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამოღებული უნდა იქნენ ზღვიდან.

11.საქართველოს სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დროს დაცული უნდა იყოს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აპირებს ასეთი საქმიანობის განხორციელებას, ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და ფორმით. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხასიათი, ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ადგილი, დრო და ხანგრძლივობა, მონაწილეთა რაოდენობა და პასუხისმგებელი პირის ვინაობა.

12.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზღვის ცხოველთა სამყაროს დაცვის სტიმულირებისთვის ხდება ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური და მორალური წახალისება.

13.განსაკუთრებულ შემთხვევებში, ზღვის ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების, სხვა ცოცხალი ორგანიზმების, კონტინენტური შელფის რესურსების დაცვის, შენარჩუნებისა და აღწარმოების მიზნით, სამინისტრო უფლებამოსილია შეზღუდოს ან აკრძალოს ამ რესურსებით სარგებლობა გავრცელების მთელ არეალში ან მის ნაწილზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

14.საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში შავი ზღვის ბუნებრივი რესურსების დაცვასთან, შესწავლასთან და მოპოვებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები რეგულირდება „გარემოს დაცვის შესახებ", „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „წიაღის შესახებ", „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2365-სსმI, №18, 24.06.2003წ., მუხ.119 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3161-სსმI, №19, 01.06.2001წ., მუხ.150 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №624-სსმI, №35, 05.12.2008წ., მუხ.230 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2805-სსმI, №20, 19.04.2010წ., მუხ.110 საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6164 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1688 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 20 ივლ. 2023
  2. 14 დეკ. 2017
  3. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013
  4. 25 მაი. 2012
  5. 19 აპრ. 2010
  6. 5 დეკ. 2008
  7. 8 ივლ. 2003· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2003
  8. 1 ივნ. 2001
წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უკანონო თევზჭერა (მუხლი 300)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უკანონო ნადირი/კვამლე5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წყლის დაბინძურება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ველური ბუნების სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-30 · №27

0
ციტირებულია მუხლი
8
ცვლილება
ბოლო 2023-07-20
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

წყლის შესახებ

  • 24წყლის დაცვა დაცული ტერიტორიების სისტემით
  • 93ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 19ცხოველთა სამყაროს დაცვა დაცულ ტერიტორიებზე
  • 16ცხოველთა სამყაროს დაცვის უზრუნველყოფა
  • 30თევზჭერა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 54შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვა
  • 46ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვა
  • 45ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვის მიზანი

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 38ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 40საქართველოს უფლებები თავის კონტინენტურ შელფზე
  • 56საქართველოს ზღვის სანაპიროზე და მდინარეთა ნაპირებზე განლაგებული დაბინძურების წყაროებიდან საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების თავიდან აცილება
  • 36თევზის ანადრომული სახეობების დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38405636544645191630249317
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…გარემოს დაცვის შესახებკოლხეთის დაცული ტერიტო…საქართველოს საზღვაო სი…წყლის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 ივნ. 2023