უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი (გამოირიცხება ლტოლვილის სტატუსიდან), თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნებს, თუმცა მის მიმართ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ: ა) მან ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული ან დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ამ მიზნით შექმნილი საერთაშორისო აქტებით მსგავსი ქმედებისთვის მინიჭებული განსაზღვრების შესაბამისად; ბ) მან საქართველოს მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებამდე საქართველოს ფარგლების გარეთ ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; გ) მას ბრალი მიუძღვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
მუხლი 18. ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვა
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2
- კერძო საჩივარი (T4)
ექსტრადიციის დასაშვებობა
უზენაესმა სასამართლომ შეაფასა მოლდოვაში სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით მოთხოვნილი ექსტრადიციის დასაშვებობა, მათ შორის ორმაგი დანაშაულებრიობა და ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხე. პალატამ დაასკვნა, რომ ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები არ დადგინდა და უფლებების დარღვევის რეალური საფრთხე კონკრეტული მტკიცებულებებით არ იყო დასაბუთებული. დაცვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის განჩინება უცვლელად დარჩა.
- კერძო საჩივარი (T4)
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ექსტრადიციის დაუშვებლობა
საკასაციო პალატამ განიხილა, უშლიდა თუ არა ხელს ბრალდებულის ჰუმანიტარული სტატუსი მის ექსტრადიციას სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით. პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდებული საერთაშორისო დაცვის მქონე პირი იყო და მისი ექსტრადიცია მესამე უსაფრთხო სახელმწიფოს არ მოუთხოვია. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ექსტრადიცია ჰუმანიტარული სტატუსის მოქმედების ვადაში დაუშვებლად იქნა ცნობილი; სასჯელი არ დანიშნულა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 15 დეკ. 2016-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
- · გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე
ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ღოლიჯაშვილი
იურისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

