3.თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მიენიჭა ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი, ან მას გაუხანგრძლივდა ჰუმანიტარული სტატუსი ან გაუგრძელდა დროებითი დაცვის ვადა, მასთან ერთად მყოფ მის ოჯახის წევრსაც, ისევე, როგორც არასრულწლოვანს, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც/მეურვეც/მზრუნველიც/მხარდამჭერიც არის ეს პირი, ენიჭება ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი, ან მას უხანგრძლივდება ჰუმანიტარული სტატუსი ან უგრძელდება დროებითი დაცვის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კანონის მე-17 ან მე-18 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის ერთიანობა.2. ყველა ოჯახის წევრს აქვს უფლება, მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ინდივიდუალურად იქნეს განხილული.3. თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მიენიჭა ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი, ან მას გაუხანგრძლივდა ჰუმანიტარული სტატუსი ან გაუგრძელდა დროებითი დაცვის ვადა, მასთან ერთად მყოფ მის ოჯახის წევრსაც, ისევე, როგორც არასრულწლოვანს, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც/მეურვეც/მზრუნველიც/მხარდამჭერიც არის ეს პირი, ენიჭება ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი, ან მას უხანგრძლივდება ჰუმანიტარული სტატუსი ან უგრძელდება დროებითი დაცვის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კანონის მე-17 ან მე-18 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 15 დეკ. 2016-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ოკუპირებულ…კონვენცია ბავშვის უფლე…უცხოელთა და მოქალაქეობ…ახალი კორონავირუსით (S…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა