საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 46. ოჯახის გაერთიანება

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ოჯახის გაერთიანების პროცედურის დაწყებისთვის საერთაშორისო დაცვის მქონე პირმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს.

2.კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნისათვის ამ კანონით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემდეგ უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ამ არასრულწლოვნის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის და არასრულწლოვნის თანხმობით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ოჯახის გაერთიანების პროცედურა. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს მისი გაერთიანება სხვა ოჯახის წევრებთან.

3.საერთაშორისო დაცვის მქონე პირმა ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებას უნდა დაურთოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება მათი არსებობის შემთხვევაში.

4.ოჯახური კავშირის დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ინდივიდუალურ საფუძველზე 1 თვის ვადაში განიხილავს ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებას და თანდართულ მტკიცებულებებს მათი არსებობის შემთხვევაში.

5.უფლებამოსილი თანამდებობის პირი აუცილებლობის შემთხვევაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საშუალებით მოიძიებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრებს.

6.ოჯახური კავშირის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი საჭიროებისამებრ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრების მოძიების და მათთვის საქართველოს ვიზის გაცემის თაობაზე.

7.ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრებს საერთაშორისო დაცვის იგივე ფორმა ენიჭებათ, რომელიც ამ პირს აქვს მინიჭებული.

8.საერთაშორისო დაცვის მქონე პირს შეიძლება უარი ეთქვას ოჯახის გაერთიანებაზე, თუ ოჯახის წევრის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარემოება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ოჯახის გაერთიანების პროცედურის დაწყებისთვის საერთაშორისო დაცვის მქონე პირმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს. 2. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნისათვის ამ კანონით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემდეგ უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ამ არასრულწლოვნის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის და არასრულწლოვნის თანხმობით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ოჯახის გაერთიანების პროცედურა. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს მისი გაერთიანება სხვა ოჯახის წევრებთან. 3. საერთაშორისო დაცვის მქონე პირმა ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებას უნდა დაურთოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება მათი არსებობის შემთხვევაში. 4. ოჯახური კავშირის დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ინდივიდუალურ საფუძველზე 1 თვის ვადაში განიხილავს ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებას და თანდართულ მტკიცებულებებს მათი არსებობის შემთხვევაში. 5. უფლებამოსილი თანამდებობის პირი აუცილებლობის შემთხვევაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საშუალებით მოიძიებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრებს. 6. ოჯახური კავშირის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი საჭიროებისამებრ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრების მოძიების და მათთვის საქართველოს ვიზის გაცემის თაობაზე. 7. ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრებს საერთაშორისო დაცვის იგივე ფორმა ენიჭებათ, რომელიც ამ პირს აქვს მინიჭებული. 8. საერთაშორისო დაცვის მქონე პირს შეიძლება უარი ეთქვას ოჯახის გაერთიანებაზე, თუ ოჯახის წევრის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარემოება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 15 დეკ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8101351¹7 (და…1718737733384653542846
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოში ბინადრობი…კონვენცია ბავშვის უფლე…შვილად აყვანისა და მინ…საქართველოს ოკუპირებულ…