საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 19. ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლები

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

მია ზოიძედავით ღოლიჯაშვილი

1.ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.

2.ჰუმანიტარული სტატუსი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს 1 წლის ვადით ენიჭება. ის შეიძლება გახანგრძლივდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც პირს ეს სტატუსი მიენიჭა.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 5

ყველა გადაწყვეტილება
  • №82I-252025-06-0243
    კერძო საჩივარი (T4)

    ექსტრადიციის დასაშვებობა

    უზენაესმა სასამართლომ შეაფასა მოლდოვაში სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით მოთხოვნილი ექსტრადიციის დასაშვებობა, მათ შორის ორმაგი დანაშაულებრიობა და ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხე. პალატამ დაასკვნა, რომ ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები არ დადგინდა და უფლებების დარღვევის რეალური საფრთხე კონკრეტული მტკიცებულებებით არ იყო დასაბუთებული. დაცვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის განჩინება უცვლელად დარჩა.

  • №37I-252025-02-2736
    კერძო საჩივარი (T4)

    ექსტრადიციის დასაშვებლობა

    საკასაციო პალატამ განიხილა ექსტრადიციის დასაშვებლობა, მათ შორის, არასათანადო მოპყრობის საფრთხე, ხანდაზმულობა და სამართლიანი სასამართლოსა და ოჯახური ცხოვრების უფლებები. პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მასალებით ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები არ დადასტურდა, და დაცვის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის განჩინება ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ; საქმეში სასჯელი არ განსაზღვრულა.

  • №610აპ-242024-09-1737
    დაუშვებლობა (T5)

    სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთა

    საქმე ეხება სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველზე. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაცვის მხარის ვერსია შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი არ არსებობდა. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა მსჯავრდება ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთით.

  • №350I-212021-05-2036
    კერძო საჩივარი (T4)

    ექსტრადიციის დასაშვებობა

    საკასაციო პალატამ განიხილა ექსტრადიციისას არასათანადო მოპყრობის საფრთხე და საქართველოში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის პროცესის მნიშვნელობა. პალატამ მიიჩნია, რომ პირის მიმართ კონკრეტული საფრთხე მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, ხოლო მიმდინარე დაცვის პროცესი მოცემულ საქმეში მესამე სახელმწიფოში ექსტრადიციას არ აბრკოლებდა. დაცვის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ექსტრადიციის დასაშვებობის განჩინება უცვლელი დარჩა.

  • №5I-202020-02-1252
    კერძო საჩივარი (T4)

    ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ექსტრადიციის დაუშვებლობა

    საკასაციო პალატამ განიხილა, უშლიდა თუ არა ხელს ბრალდებულის ჰუმანიტარული სტატუსი მის ექსტრადიციას სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით. პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდებული საერთაშორისო დაცვის მქონე პირი იყო და მისი ექსტრადიცია მესამე უსაფრთხო სახელმწიფოს არ მოუთხოვია. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ექსტრადიცია ჰუმანიტარული სტატუსის მოქმედების ვადაში დაუშვებლად იქნა ცნობილი; სასჯელი არ დანიშნულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. 2. ჰუმანიტარული სტატუსი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს 1 წლის ვადით ენიჭება. ის შეიძლება გახანგრძლივდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც პირს ეს სტატუსი მიენიჭა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 15 დეკ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
286²322¹344362415322026330557191719
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს სისხლის სა…ოკუპირებული ტერიტორიებ…საერთაშორისო დაცვის შე…