Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 3

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:თავშესაფრის განცხადებებისაერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლილტოლვილის სტატუსიჰუმანიტარული სამართალისახელმწიფო და კონსტიტუციური დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამინისტრო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების გამოხატვა პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით; გ) თავშესაფრის პროცედურა – სამართლებრივი პროცესი, რომელიც მოიცავს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტიდან საერთაშორისო დაცვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წერილობითი განცხადება, რომლითაც იგი საქართველოში ითხოვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას; ე) თავშესაფრის მაძიებელი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, გარდა ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად მიიჩნევა მხოლოდ ამ კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ამ აქტის გამოცემის მომენტიდან; ვ) საერთაშორისო დაცვა – თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით; ზ) თავშესაფრის მაძიებლის ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვას და საქართველოში მის კანონიერ ყოფნას; თ) ლტოლვილი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი; ი) ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი; კ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე მიენიჭა დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი; ლ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირი – ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი; მ) არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი – არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება და შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის „ბავშვის უფლებათა კონვენციას“; ნ) წარმოშობის ქვეყანა – უცხოელის მოქალაქეობის ქვეყანა, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა; ო) უფლებამოსილი თანამდებობის პირი – სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურე, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე; პ) დაკავება – თავშესაფრის მაძიებლისათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში/დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებით; ჟ) საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვა უკანონო გზით; რ) შიდა გადაადგილების ალტერნატივა – წარმოშობის ქვეყანაში გარკვეულ ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებლის გადაადგილების შესაძლებლობა, სადაც მას არ აქვს დევნის საფუძვლიანი შიში, ან იგი არ დგას სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე, ან მას ხელი მიუწვდება დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან აღნიშნული ქვეყნის სახელმწიფო უწყებათა მიერ ეფექტიან და ხანგრძლივ დაცვაზე და სადაც შესაძლებელია უსაფრთხოდ ჩავიდეს, კანონიერად იქნეს დაშვებული და დასახლდეს, ამასთანავე, ხელი მიუწვდებოდეს ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და ეკონომიკური გადარჩენის შესაძლებლობაზე; ს) ოჯახის წევრი – თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მეუღლე ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პარტნიორი, ამ პირთა არასრულწლოვანი შვილები რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ქორწინებიდან და წარმოშობის ქვეყნის სამართლის საფუძველზე შვილად აყვანილი არასრულწლოვნები, დედა, მამა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი, განსაზღვრული წარმოშობის ქვეყნის სამართლით ან წარმოშობის ქვეყანაში არსებული პრაქტიკით, აგრეთვე განმცხადებლის ან მისი მეუღლის მშობელი და დასაოჯახებელი სრულწლოვანი შვილი, რომლებიც მასზე არიან დამოკიდებული, ან მხარდაჭერის მიმღები პირი (პირები); ტ) ოჯახის გაერთიანება – ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და ცხოვრება; უ) წარმოებული სტატუსი – ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრისათვის მინიჭებული სტატუსი; ფ) მასობრივი შემოსვლა – ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაკადის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა, რასთან გამკლავებას ან რეაგირებას ინდივიდუალური თავშესაფრის პროცედურა ვერ უზრუნველყოფს; ქ) ნებაყოფლობითი რეპატრიაცია – საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ წარმოშობის ქვეყანაში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური იძულების გარეშე; ღ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი – არასრულწლოვანი, კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი, ხანდაზმული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ორსული, მარტოხელა მშობელი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, სერიოზული ფიზიკური დაავადების ან/და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, პოსტტრავმული აშლილობის მქონე პირი, წამების, გაუპატიურების, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, აგრეთვე სხვა პირი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ პროცედურულ გარანტიებს, რათა ისარგებლოს ამ კანონით განსაზღვრული უფლებებით და შეასრულოს ამავე კანონით გათვალისწინებული მოვალეობები; ყ) მიმღები ცენტრი – თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ადგილი; შ) ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი – „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის 28-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტი; ჩ) სამგზავრო პასპორტი – ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი; ც) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა – „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი; ძ) კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი – არასრულწლოვანი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მშობლების ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თანხლების გარეშე გადმოკვეთა და რომელიც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვის მომენტისთვის არ სარგებლობს მშობლების ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის წარმომადგენლობით, აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ მშობლების ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თანხლების გარეშე აღმოჩნდა; წ) მინისტრი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; ჭ) მონაცემთა ბაზა – თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს სამინისტრო; ხ) ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები – ამ კანონის X თავით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები; ჯ) სახელმწიფო უწყება – სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო დაწესებულება; ჰ) მარტოხელა მშობელი – თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი – დედა ან მამა არასრულწლოვან შვილთან (შვილებთან) ერთად. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3099 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1567 – ვებგვერდი, 17.05.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №847 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. თავი II თავშესაფრის პროცედურის ზოგადი პრინციპები და პროცედურული გარანტიები

რედაქციების შედარება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამინისტრო –  საქართველოს შინაგანოკუპირებული საქმეთატერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღების ნების გამოხატვა პირდაპირ ან არაპირდაპირ, ზეპირად ან წერილობით; გ) თავშესაფრის პროცედურა – სამართლებრივი პროცესი, რომელიც მოიცავს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტიდან საერთაშორისო დაცვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; დ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წერილობითი განცხადება, რომლითაც იგი საქართველოში ითხოვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას; ე) თავშესაფრის მაძიებელი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა; ვ) საერთაშორისო დაცვა – თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით; ზ) თავშესაფრის მაძიებლის ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვას და საქართველოში მის კანონიერ ყოფნას; თ) ლტოლვილი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი; ი) ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი; კ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე მიენიჭა დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი; ლ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირი – ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი; მ) არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი – არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება და შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის „ბავშვის უფლებათა კონვენციას“; ნ) წარმოშობის ქვეყანა – უცხოელის მოქალაქეობის ქვეყანა, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა; ო) უფლებამოსილი თანამდებობის პირი – სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურე, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე; პ) დაკავება –  თავშესაფრის მაძიებლისათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითიმიგრაციის მოთავსებისდეპარტამენტის იზოლატორში/დროებითიდროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებით; ჟ) საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვა უკანონო გზით; რ) შიდა გადაადგილების ალტერნატივა – წარმოშობის ქვეყანაში გარკვეულ ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებლის გადაადგილების შესაძლებლობა, სადაც მას არ აქვს დევნის საფუძვლიანი შიში, ან იგი არ დგას სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე, ან მას ხელი მიუწვდება დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან აღნიშნული ქვეყნის სახელმწიფო უწყებათა მიერ ეფექტიან და ხანგრძლივ დაცვაზე და სადაც შესაძლებელია უსაფრთხოდ ჩავიდეს, კანონიერად იქნეს დაშვებული და დასახლდეს, ამასთანავე, ხელი მიუწვდებოდეს ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და ეკონომიკური გადარჩენის შესაძლებლობაზე; ს) ოჯახის წევრი – თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მეუღლე ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პარტნიორი, ამ პირთა არასრულწლოვანი შვილები რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ქორწინებიდან და წარმოშობის ქვეყნის სამართლის საფუძველზე შვილად აყვანილი არასრულწლოვნები, დედა, მამა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი, განსაზღვრული წარმოშობის ქვეყნის სამართლით ან წარმოშობის ქვეყანაში არსებული პრაქტიკით, აგრეთვე განმცხადებლის ან მისი მეუღლის მშობელი და დასაოჯახებელი სრულწლოვანი შვილი, რომლებიც მასზე არიან დამოკიდებული, ან მხარდაჭერის მიმღები პირი (პირები); ტ) ოჯახის გაერთიანება – ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და ცხოვრება; უ) წარმოებული სტატუსი – ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრისათვის მინიჭებული სტატუსი; ფ) მასობრივი შემოსვლა – ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაკადის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა, რასთან გამკლავებას ან რეაგირებას ინდივიდუალური თავშესაფრის პროცედურა ვერ უზრუნველყოფს; ქ) ნებაყოფლობითი რეპატრიაცია – საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ წარმოშობის ქვეყანაში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური იძულების გარეშე; ღ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირი – არასრულწლოვანი, კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი, ხანდაზმული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ორსული, მარტოხელა მშობელი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, სერიოზული ფიზიკური ან/და ფსიქიკური დაავადების მქონე პირი, პოსტტრავმული აშლილობის მქონე პირი, წამების, გაუპატიურების, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, აგრეთვე სხვა პირი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ პროცედურულ გარანტიებს, რათა ისარგებლოს ამ კანონით განსაზღვრული უფლებებით და შეასრულოს ამავე კანონით გათვალისწინებული მოვალეობები; ყ) მიმღები ცენტრი – თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ადგილი; შ) ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი – „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის 28-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტი; ჩ) სამგზავრო პასპორტი – ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი; ც) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა – „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი; ძ) კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი – არასრულწლოვანი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მშობლების ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თანხლების გარეშე გადმოკვეთა და რომელიც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვის მომენტისთვის არ სარგებლობს მშობლების ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის წარმომადგენლობით, აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ მშობლების ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თანხლების გარეშე აღმოჩნდა; წ) მინისტრი –  საქართველოს შინაგანოკუპირებული საქმეთატერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი; ჭ) მონაცემთა ბაზა – თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს სამინისტრო; ხ) ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები – ამ კანონის X თავით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები; ჯ) სახელმწიფო უწყება – სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო დაწესებულება; ჰ) მარტოხელა მშობელი – თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი – დედა ან მამა არასრულწლოვან შვილთან (შვილებთან) ერთად. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3099 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. თავი II თავშესაფრის პროცედურის ზოგადი პრინციპები და პროცედურული გარანტიები

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 3 ივლ. 2025
  2. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 17 მაი. 2022
  3. 11 ივლ. 2018
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (მუხლი 344)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პოლიტიკური თავშესაფარი (სისხლის სამართლე)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თავშესაფარი რელიგიური დევნის საფუძველზე2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თავშესაფრის განაცხადები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №11

1
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2025-07-03
4
რედაქცია
8
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

უცხოელთა და მოქალა… 2მუხლი 15მუხლი 19მუხლი 2მუხლი 21მუხლი 28მუხლი 45მუხლი 47

მიუთითებენ მასზე

იურიდიული დახმარებ… 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 67სამინისტრო
  • 23საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
  • 1კანონის მოქმედების სფერო

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება
  • 77სამინისტრო
  • 25საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა

სოციალური დახმარების შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52151922128454767231377253
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საერთაშორისო დაცვის შე…იურიდიული დახმარების შ…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025