საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 26. ძირითადი პროცედურული სტანდარტები

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთაშორისო დაცვაზე განცხადება უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა ინდივიდუალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა შეისწავლონ.

2.საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ჩვეულებრივი ან დაჩქარებული წესით.

3.საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) იგი აშკარად დაუსაბუთებელია; ბ) განმცხადებელი ყალბი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტროს შეცდომაში შეყვანით ბოროტად იყენებს თავშესაფრის პროცედურას.

4.საერთაშორისო დაცვაზე განცხადება აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნევა, თუ: ა) მასში მოცემული ინფორმაცია არ უკავშირდება ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებულ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლებს; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის შეუსაბამო, წინააღმდეგობრივი ან არარეალური სავარაუდო დევნის არსებობის დასადგენად; გ) თავშესაფრის მაძიებელი მალავს საკუთარ ვინაობას ან/და მისი წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას; დ) თავშესაფრის მაძიებელი უარს აცხადებს სამინისტროსთან თანამშრომლობაზე ან მისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაზე.

5.ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლები შეისწავლება ერთიანი პროცედურით, თანამიმდევრულად, ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლების შესწავლა-შეფასებით. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ პირობებს, პროცედურა გრძელდება ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლების შესწავლა-შეფასებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა ინდივიდუალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა შეისწავლონ. 2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ჩვეულებრივი ან დაჩქარებული წესით. 3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) იგი აშკარად დაუსაბუთებელია; ბ) განმცხადებელი ყალბი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტროს შეცდომაში შეყვანით ბოროტად იყენებს თავშესაფრის პროცედურას. 4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნევა, თუ: ა) მასში მოცემული ინფორმაცია არ უკავშირდება ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებულ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლებს; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის შეუსაბამო, წინააღმდეგობრივი ან არარეალური სავარაუდო დევნის არსებობის დასადგენად; გ) თავშესაფრის მაძიებელი მალავს საკუთარ ვინაობას ან/და მისი წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას; დ) თავშესაფრის მაძიებელი უარს აცხადებს სამინისტროსთან თანამშრომლობაზე ან მისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაზე. 5. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლები შეისწავლება ერთიანი პროცედურით, თანამიმდევრულად, ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლების შესწავლა-შეფასებით. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ პირობებს, პროცედურა გრძელდება ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლების შესწავლა-შეფასებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 15 დეკ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
92121¹¹⁶21⁸⁴21¹¹⁷21¹¹⁴752¹66¹15192730324226
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…სისხლის სამართლის საერ…სიტყვისა და გამოხატვის…