Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 27

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 27. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და ანკეტირება

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:თავშესაფრის განცხადებებისაერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლისავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.საერთაშორისო დაცვაზე განცხადება უნდა მომზადდეს წერილობით, საჭიროების შემთხვევაში – სათანადო თარჯიმნის დახმარებით. სამინისტროსთვის წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაუყოვნებლივ რეგისტრირდება და გაიცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა. საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში შეიტანება აგრეთვე მონაცემები პირის არასრულწლოვან ოჯახის წევრთა შესახებ. თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

2.კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისათვის პასუხისმგებელია მისი მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი, რომელიც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.

3.კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებლის ცნობა მის მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე გაიცემა.

4.ანკეტის შესავსებად გასაუბრება ტარდება პირის ყველა სრულწლოვან ოჯახის წევრთან ინდივიდუალურად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის დღეს თავშესაფრის მაძიებელს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობება ანკეტირების ჩატარების თარიღი.

5.ანკეტირების მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად ანკეტირება ტარდება წერილობით და ხმის ჩამწერი მოწყობილობის გამოყენებით. ანკეტირების აუდიოჩანაწერი თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში ინახება. ამ პუნქტის საფუძველზე მიღებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისას თავშესაფრის მაძიებელს უნდა განემარტოს მისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და თავშესაფრის პროცედურა. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია სამინისტროს აცნობოს საცხოვრებელი ადგილის მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, აგრეთვე მიაწოდოს მას შესაბამისი ინფორმაცია მათი შეცვლის შემთხვევაში. ამასთანავე, თავშესაფრის მაძიებელს უნდა განემარტოს, რომ არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების უგულებელყოფით ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა შეწყდება.

7.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციის შემდეგ სამინისტრო იღებს 14 წელს გადაცილებული თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდებს. მიღებული მონაცემები თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში ინახება და მათი დამუშავება შესაძლებელია თავშესაფრის მაძიებლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღება და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავება რეგულირდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

8.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია თავშესაფრის მაძიებლისათვის წარმოშობს ამ კანონის 56-ე და 57-ე მუხლებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.

9.თავშესაფრის მაძიებლისთვის ანკეტირების ჩატარების შემდეგ საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ჩვეულებრივი წესით ან დაჩქარებული წესით, ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებიდან გამომდინარე.

10.ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში დაჩქარებული წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისას გამოყენებული უნდა იქნეს ჩვეულებრივი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისათვის დადგენილი ყველა მოთხოვნა და პროცედურა.

11.თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისას გამოიკვეთა დამატებითი გარემოებები, რომელთა გამოც საქმე დამატებით შესწავლას საჭიროებს, და განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება დაჩქარებული წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისათვის ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განხილული უნდა იქნეს ჩვეულებრივი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისათვის ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება უნდა მომზადდეს წერილობით, საჭიროების შემთხვევაში – სათანადო თარჯიმნის დახმარებით. სამინისტროსთვის წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაუყოვნებლივ რეგისტრირდება და გაიცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა. საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში შეიტანება აგრეთვე მონაცემები პირის არასრულწლოვან ოჯახის წევრთა შესახებ. თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. 2. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისათვის პასუხისმგებელია მისი მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი, რომელიც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. 3. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებლის ცნობა მის მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე გაიცემა. 4. ანკეტის შესავსებად გასაუბრება ტარდება პირის ყველა სრულწლოვან ოჯახის წევრთან ინდივიდუალურად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის დღეს თავშესაფრის მაძიებელს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობება ანკეტირების ჩატარების თარიღი. 5. ანკეტირების მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად ანკეტირება ტარდება წერილობით და ხმის ჩამწერი მოწყობილობის გამოყენებით. ანკეტირების აუდიოჩანაწერი თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში ინახება. ამ პუნქტის საფუძველზე მიღებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 6. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისას თავშესაფრის მაძიებელს უნდა განემარტოს მისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და თავშესაფრის პროცედურა. თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია სამინისტროს აცნობოს საცხოვრებელი ადგილის მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, აგრეთვე მიაწოდოს მას შესაბამისი ინფორმაცია მათი შეცვლის შემთხვევაში. ამასთანავე, თავშესაფრის მაძიებელს უნდა განემარტოს, რომ არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების უგულებელყოფით ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა შეწყდება. 7. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციის შემდეგ სამინისტრო იღებს 14 წელს გადაცილებული თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდებს. მიღებული მონაცემები თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში ინახება და მათი დამუშავება შესაძლებელია თავშესაფრის მაძიებლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღება და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავება რეგულირდება მინისტრის სამართლებრივი აქტით. 8. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია თავშესაფრის მაძიებლისათვის წარმოშობს ამ კანონის 56-ე და 57-ე მუხლებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს. 9. თავშესაფრის მაძიებლისთვის ანკეტირების ჩატარების შემდეგ საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ჩვეულებრივი წესით ან დაჩქარებული წესით, ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებიდან გამომდინარე. 10. ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში დაჩქარებული წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისას გამოყენებული უნდა იქნეს ჩვეულებრივი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისათვის დადგენილი ყველა მოთხოვნა და პროცედურა. 11. თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისას გამოიკვეთა დამატებითი გარემოებები, რომელთა გამოც საქმე დამატებით შესწავლას საჭიროებს, და განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება დაჩქარებული წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისათვის ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განხილული უნდა იქნეს ჩვეულებრივი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისათვის ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 15 დეკ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თავშესაფრის განაცხადები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო განაცხადი მადრიდის ოქმის საფუძველზე1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №11

  • 1 ცვლილება · ბოლო 7 ივლ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 26მუხლი 29მუხლი 57

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 21¹¹⁶საქართველოს ადმინი… 21⁸⁴

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 41საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა
  • 25სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის წარდგენა
  • 30საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 35საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია და ანკეტირება
  • 43საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება და შესწავლა
  • 28საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 52¹საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁶საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი
  • 21¹¹⁴სასამართლოსთვის მიმართვა

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 6უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების წესი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 22თხოვნა ძებნისა და დაკავების თაობაზე. მტკიცებულებათა დაცვის უზრუნველყოფა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁶21⁸⁴21¹¹⁴652¹26295741253041¹35432827
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…პენიტენციური კოდექსიუცხოეთში მცხოვრები თან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026