1.თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა, ან მას უარი ეთქვა ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე, ანდა თავშესაფრის პროცედურა საქართველოში დასრულდა, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, თუკი:
ა) ამ პირის წარმოშობის ქვეყანაში მოხდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას წარმოშობს;
ბ) არსებობს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებების შეფასებისას არ განხილულა და რომელთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობაც განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.
2.უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია განახორციელოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევა, აგრეთვე შეისწავლოს და შეაფასოს ამ განცხადებაში მითითებული განმარტებები და ახალი გარემოებები, რათა წარმოშობის ქვეყანაში შესაბამისი პირის დაბრუნებით არ დაირღვეს არგაძევების პრინციპი და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის დადგენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევის ფარგლებში უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ტარდება გასაუბრება. გასაუბრებაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს აღნიშნული განცხადების წინასწარ გამოკვლევას და გადაწყვეტილების მიღებას.
3.თუ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევით დადგინდება, რომ იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამინისტრო განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნული განცხადების არსებითი განხილვის გარეშე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
4.განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში სამინისტრო განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა იღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვის შესახებ, რის თაობაზედაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამ შემთხვევაში დაიწყება თავშესაფრის პროცედურა და უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ამ აქტის გამოცემის მომენტიდან მიიჩნევა თავშესაფრის მაძიებლად.
5.დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება მის მიერ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების პირველად წარდგენის მომენტიდან ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
6.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში (მათ შორის, ამ აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და ამ აქტის გამოცემის მომენტიდან დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირველივე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა კვლავ წარადგინა განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, ეს პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და ამ აქტის გამოცემის მომენტიდან დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება.
7.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 56-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, 56-ე მუხლის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სასამართლო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების უფლებით.
საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1567 – ვებგვერდი, 17.05.2022წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა, ან მას უარი ეთქვა ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე, ანდა თავშესაფრის პროცედურა საქართველოში დასრულდა, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, თუკი:ა) ამ პირის წარმოშობის ქვეყანაში მოხდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას წარმოშობს;ბ) არსებობს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებების შეფასებისას არ განხილულა და რომელთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობაც განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.2. უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია განახორციელოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევა, აგრეთვე შეისწავლოს და შეაფასოს ამ განცხადებაში მითითებული განმარტებები და ახალი გარემოებები, რათა წარმოშობის ქვეყანაში შესაბამისი პირის დაბრუნებით არ დაირღვეს არგაძევების პრინციპი და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის დადგენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევის ფარგლებში უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ტარდება გასაუბრება. გასაუბრებაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს აღნიშნული განცხადების წინასწარ გამოკვლევას და გადაწყვეტილების მიღებას.3. თუ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევით დადგინდება, რომ იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამინისტრო განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნული განცხადების არსებითი განხილვის გარეშე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის შესახებ.4. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში სამინისტრო განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა იღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვის შესახებ, რის თაობაზედაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამ შემთხვევაში დაიწყება თავშესაფრის პროცედურა და უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ამ აქტის გამოცემის მომენტიდან მიიჩნევა თავშესაფრის მაძიებლად.5. დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება მის მიერ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების პირველად წარდგენის მომენტიდან ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში (მათ შორის, ამ აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და ამ აქტის გამოცემის მომენტიდან დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირველივე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა კვლავ წარადგინა განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, ეს პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და ამ აქტის გამოცემის მომენტიდან დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება.7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 56-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, 56-ე მუხლის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სასამართლო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების უფლებით.საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1567 – ვებგვერდი, 17.05.2022წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №6 · ძალაშია 1 იან. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 17 მაი. 2022
მე-2 პუნქტში დაზუსტდა გამოსაკვლევი განმარტებები და დაემატა გასაუბრება. მე-3–მე-7 პუნქტები სამინისტროს აწესებს 10-დღიან ვადასა და ორ აქტს (პროცედურის დაწყება ან არსებით განხილვაზე უარი), ზღუდავს ექსტრადიციისა და გაძევების აკრძალვას პირველ აქტამდე და გასაჩივრებისას ართმევს 56-ე მუხლის უფლებებს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოეთში მცხოვრები თან…უცხოელთა და მოქალაქეობ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ოკუპირებულ…