საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 56. თავშესაფრის მაძიებლის უფლებები

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: ა) არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში; ბ) მიიღოს ინფორმაცია თავისი უფლება-მოვალეობებისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ; გ) შესაძლებლობის შემთხვევაში გასაუბრება ჩაუტაროს იმავე სქესის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა და ისარგებლოს იმავე სქესის თარჯიმნის მომსახურებით; დ) თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; ე) საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავის წარმოებისას ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარებით „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ვ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში დარჩეს მიმღებ ცენტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი პენიტენციურ დაწესებულებაში, სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება; ზ) მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის ცნობა და ამ ცნობის საფუძველზე – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება; თ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფილი იყოს სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობებით; ი) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი და ზოგადი განათლების უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული და უმაღლესი განათლების უფლებით; კ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა; ლ) ნებაყოფლობით გამოიხმოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება; მ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავის წარმოებისას გათავისუფლდეს სასამართლო ბაჟის გადახდისაგან; ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ, დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით; ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოებისადმი და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით; პ) იყოს ინფორმირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან დაკავშირების შესაძლებლობის შესახებ; ჟ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №484 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3099 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2024 წლის 18 აპრილის კანონი №4138 - ვებგვერდი, 02.05.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 2 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 56-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში მიმღებ ცენტრში დარჩენის უფლება დაკავშირებულია სამინისტროს მიერ განცხადების განხილვის პერიოდთან; გამონაკლისი დაწესებულებების ჩამონათვალი გრამატიკულად გადაკეთდა.

  2. · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
  3. 56-ე მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში დაწესებულებათა აღწერა ახლა „სამინისტროს“ დროებითი მოთავსების იზოლატორსა და დროებითი განთავსების ცენტრს ეხება, მიგრაციის დეპარტამენტის მითითების გარეშე.

  4. · გამოქვეყნდა 27 მარ. 2017

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დავით ღოლიჯაშვილი

დავით ღოლიჯაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²⁹21¹¹⁹21¹¹⁸17182566¹466645747566672956
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…სისხლის სამართლის სფერ…ქალთა მიმართ ძალადობის…