პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მუხლი 13 (დანართი 1). შეფასების მეთოდი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 31 მარ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შეფასების მეთოდი არის ფორმალიზებული, სტრუქტურირებული სისტემა,  რომელიც ზომავს შეფასების საგანს, განსაზღვრავს შეფასების პროცესში ჩართულ პირებს და პერიოდულობას.

2.გადაწყვეტილებას, შეფასების მეთოდის შესახებ, იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ ერთეულსა/პირსა და შესაფასებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთან განხილვის საფუძველზე.

3.საჯარო დაწესებულება შეფასების მეთოდს განსაზღვრავს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: ა) დაწესებულების ან/და მისი სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკურობა; ბ) მოხელის იერარქიული რანგის ან/და თანამდებობის შინაარსის სპეციფიკურობა; გ) საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული განვითარების დონისა და ორგანიზაციული კულტურის სპეციფიკურობა.

4.საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, თავად შეარჩიოს შეფასების მეთოდი ყოველი წლის დასაწყისში და აცნობოს ადმინისტრაციას ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

5.დაუშვებელია საჯარო დაწესებულების მიერ თითოეული მოხელის მიმართ შერჩეული შეფასების მეთოდის ცვლილება შესაფასებელ პერიოდში. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 მარტის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 01.04.2025წ. თავი III. შეფასების შედეგები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 აპრ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
275146¹5341482 (და…25⁶ (…26 (დ…6 (და…11 (დ…2 (და…13 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული საჯარო მოხე…საჯარო სამსახურის შესა…საჯარო სამსახურში კონკ…უმაღლესი განათლების შე…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა