1.ამ კანონის 47- ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში ცენტრალური ორგანო იღებს გადაწყვეტილებას უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირების ( პირის) მშვილებლებად ( მშვილებლად) აღრიცხვის შესახებ ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ.
2.ამ კანონის 47- ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე ცენტრალური ორგანო რეესტრში აღრიცხავს უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირებს ( პირს), რომლებსაც ( რომელსაც) სურთ ( სურს) შვილად აიყვანონ ( აიყვანოს) საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვი.
3.ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, უარი თქვას უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირების ( პირის) მშვილებლებად ( მშვილებლად) აღრიცხვაზე, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
4.ცენტრალური ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის გადაწყვეტილებას 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.

