Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაგროვებითი პენსიის შესახებმუხლი 11

დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 11. შესარჩევი კომისია

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.შესარჩევი კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩევს მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატებს და მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. შესარჩევი კომისია საქართველოს პრემიერ-მინისტრს პროფესიონალი წევრობის კანდიდატებთან ერთად წარუდგენს მათი შრომის ანაზღაურების სარეკომენდაციო პირობებს.

2.შესარჩევი კომისიის მიერ მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შერჩევის წესები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით. შესარჩევი კომისია მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატებს არჩევს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით და მათ ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

3.შესარჩევ კომისიას უნდა ჰქონდეს თავის მიერვე დამტკიცებული დებულება, რომლითაც დგინდება მისი საქმიანობის განხორციელების წესები და პროცედურები.

4.შესარჩევი კომისია შედგება 8 წევრისგან. შესარჩევი კომისიის წევრები არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის 3 წევრი და 2 დამოუკიდებელი წევრი.

5.შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრს წარადგენს ეროვნული ბანკი. დამოუკიდებელი წევრი არ შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. დამოუკიდებელ წევრს უნდა ჰქონდეს ფინანსურ სექტორში მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება, მათ შორის, ფინანსების, ინვესტიციების ან/და რისკების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

6.შესარჩევი კომისიის წევრებად საქართველოს პარლამენტის 3 წევრს წარადგენს საქართველოს პარლამენტი.

7.შესარჩევი კომისიის წევრს შესარჩევი კომისიის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. ამ პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრზე, რომლის უფლებამოსილების ვადასა და უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

8.შესარჩევ კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც იგი ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. შესარჩევი კომისიის წევრებს, გარდა დამოუკიდებელი წევრებისა, შესარჩევ კომისიაში საქმიანობისთვის შრომის ანაზღაურება არ ეძლევათ. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელი წევრისთვის შრომის ანაზღაურების მიცემას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.  შესარჩევი კომისიის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებს საპენსიო ფონდი.

9.შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება შესარჩევი კომისიის არანაკლებ 5 წევრი. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

რედაქციების შედარება

1. შესარჩევი კომისია შერჩევის გამჭვირვალე პროცედურების გამოყენებით შეარჩევს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. 2. საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევის პროცედურებს ყოველი შერჩევის პროცესისთვის განსაზღვრავს და ამტკიცებს შესარჩევი კომისია ამ კანონის შესაბამისად. 3. შესარჩევი კომისია შედგება 7 წევრისგან. შესარჩევი კომისიის წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის 3 წევრი, 1 დამოუკიდებელი წევრი. 4. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრს წარადგენს ეროვნული ბანკი. დამოუკიდებელი წევრი არ შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. დამოუკიდებელ წევრს უნდა ჰქონდეს ფინანსურ სექტორში მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება, მათ შორის, ფინანსების, ინვესტიციების ან/და რისკების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. 5. შესარჩევი კომისიის წევრ საქართველოს პარლამენტის 3 წევრს წარადგენს საქართველოს პარლამენტი. ამ პუნქტით განსაზღვრულ შესარჩევი კომისიის წევრს შესარჩევი კომისიის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მისი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. 6. შესარჩევ კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესარჩევი კომისია ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. შესარჩევი კომისიის წევრებს, გარდა დამოუკიდებელი წევრისა, შესარჩევ კომისიაში საქმიანობისთვის შრომის ანაზღაურება არ მიეცემათ. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელი წევრისთვის შრომის ანაზღაურების მიცემას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი.  შესარჩევი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები ფინანსდება საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტიდან. 7. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება შესარჩევი კომისიის არანაკლებ 5 წევრი. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 229⁸

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 9მმართველობითი საბჭო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 20კომისიის შემადგენლობა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 84საბჭოს წევრთა დანიშვნა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23³საბჭოს წევრების არჩევა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 7საბჭოს შემადგენლობა

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 12საბჭოს წევრის შერჩევა და დანიშვნა

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 14საბჭოს წევრის შერჩევა და დანიშვნა

მაუწყებლობის შესახებ

  • 9კომისიის შემადგენლობა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 201საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრების დანიშვნის წესი
  • 194მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შერჩევის წესი

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁴დავების განმხილველი კომისია

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 40მინისტრების კომისია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
229⁸23³9124041⁴7920841420119411
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ადმინისტრა…ენერგეტიკისა და წყალმო…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…დეპოზიტების დაზღვევის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025