Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებმუხლი 8

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

მუხლი 8. საბჭოს უფლებები და მოვალეობები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საბჭო: ა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსს ამ კანონისა და სააგენტოს დებულების შესაბამისად, შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ შემუშავებული შემდეგი სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციების) პროექტებს: ბ.ა) სააგენტოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს (მათ შორის, თანამდებობრივ სარგოებს) და შესაბამისი წლის ბიუჯეტს; ბ.ბ) სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას და წლიურ საინვესტიციო გეგმას; ბ.გ) სააგენტოს სტრატეგიულ გეგმას და წლიურ გეგმას; ბ.დ) ბაზის დაანგარიშების წესს და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურებს; ბ.ე) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიას; ბ.ვ)  რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობას და მიზნობრივი ფონდის ოდენობას; ბ.ზ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესს, პერიოდულობასა და პროცედურებს; ბ.თ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის ოდენობას; ბ.ი) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას; ბ.კ) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას; ბ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან მიკრობანკის შერჩევის ინსტრუქციას; ბ.მ) დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების ინსტრუქციას; ბ.ნ) სააგენტოს ეთიკის კოდექსს; ბ.ო) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა ინსტრუქციებს; გ) ფონდში თანხის ამოწურვის ან/და დეფიციტის შემთხვევაში იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ დამატებითი თანხების მოზიდვის კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით წარდგენილ წინადადებებს; დ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ წარდგენილ  სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს; ე) ითანხმებს სააგენტოს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას; ვ) ითანხმებს სააგენტოს უფროსის ანგარიშებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ; ზ) (ამოღებულია - 28.05.2021, №473); თ) ახორციელებს ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს და ასრულებს სხვა მოვალეობებს. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

რედაქციების შედარება

საბჭო: ა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსს ამ კანონისა და სააგენტოს დებულების შესაბამისად, შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ შემუშავებული შემდეგი სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციების) პროექტებს: ბ.ა) სააგენტოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს (მათ შორის, თანამდებობრივ სარგოებს) და შესაბამისი წლის ბიუჯეტს; ბ.ბ) სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას და წლიურ საინვესტიციო გეგმას; ბ.გ) სააგენტოს სტრატეგიულ გეგმას და წლიურ გეგმას; ბ.დ) ბაზის დაანგარიშების წესს და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურებს; ბ.ე) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიას; ბ.ვ)  რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობას და მიზნობრივი ფონდის ოდენობას; ბ.ზ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესს, პერიოდულობასა და პროცედურებს; ბ.თ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის ოდენობას; ბ.ი) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისბანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას; ბ.კ) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგანბანკებისგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას; ბ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისაგაცემის და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან მიკრობანკის შერჩევის ინსტრუქციას; ბ.მ) დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების ინსტრუქციას; ბ.ნ) სააგენტოს ეთიკის კოდექსს; ბ.ო) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა ინსტრუქციებს; გ) ფონდში თანხის ამოწურვის ან/და დეფიციტის შემთხვევაში იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ დამატებითი თანხების მოზიდვის კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით წარდგენილ წინადადებებს; დ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ წარდგენილ  სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს; ე) ითანხმებს სააგენტოს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას; ვ) ითანხმებს სააგენტოს უფროსის ანგარიშებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ; ზ) (ამოღებულია - 28.05.2021, №473); თ) ახორციელებს ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს და ასრულებს სხვა მოვალეობებს. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  2. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 მაი. 2021
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-15 · №5

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2023-03-10
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 4სააგენტოს უფლებები და მოვალეობები
  • 3დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
  • 6სააგენტოს უფროსი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 20სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილეები
  • 5სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 9სააგენტოს უფროსი

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 21საბჭო და მისი უფლებამოსილებები

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 14¹სააგენტოს საქმიანობის მიზნები, მისი უფლებამოსილებები, მართვა და სტრუქტურა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 8სააგენტოს ხელმძღვანელობა; სააგენტოს მოსამსახურე და მისი სამართლებრივი სტატუსი

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 5სააგენტოს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 8სააგენტოს დირექტორი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

  • 7სააგენტოს მართვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
88592120543614¹78
მნიშვნელობით ახლოსდეპოზიტების დაზღვევის …საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს დაზვერვის …ბუღალტრული აღრიცხვის,ა…საქართველოს სივრცის და…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2023