Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებმუხლი 4

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

მუხლი 4. სააგენტოს უფლებები და მოვალეობები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023
თემები:საბანკო სასამართლო დავებიციფრული ბანკინგიქონების რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს უფლება აქვს: ა) მიიღოს პირველადი შენატანები; ბ) განსაზღვროს და მიიღოს რეგულარული სადაზღვევო შენატანები; გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიიღოს სპეციალური სადაზღვევო შენატანები; დ) მართოს ფონდი; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომერციული ბანკისა და მიკრობანკისგან დროულად და დეტალურად მიიღოს შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ინფორმაცია; ვ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნულ ბანკთან დროულად და რეგულარულად გაცვალოს კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შესახებ ინფორმაცია ამ კანონის მიზნებისთვის; ზ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიიღოს მატერიალურ-ტექნიკური დახმარება; თ) კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისგან დროულად მიიღოს დეპოზიტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია; ი) შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მოითხოვოს მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; კ) შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმატით კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მოითხოვოს დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია; ლ) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მიღებული კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორების მეშვეობით; ლ 1 ) საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს მოითხოვოს კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია ან/და იგი გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორის მეშვეობით; მ) მიიღოს გრანტები, ტექნიკური და სხვა დახმარებები; ნ) მონაწილეობა მიიღოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში; ნ 1 ) განახორციელოს რეპო ოპერაცია კომერციულ ბანკთან, მიკრობანკთან; ო) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

1¹.საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სააგენტოს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

1².სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებისა და სახსრების განთავსების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია ჰქონდეს ანგარიშები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე და საქართველოს ეროვნულ ბანკში.

2.ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სააგენტო ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შენატანების  ფონდში აკუმულირება; ბ) განსაზღვროს სპეციალური სადაზღვევო შენატანების საჭიროება და შესაბამის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი მოზიდვა; გ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გასცეს ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) განახორციელოს შიდა კონტროლი და რისკების მენეჯმენტი; ე) შეიმუშაოს კრიზისების მართვის პოლიტიკა, პროცედურები და სისტემა, რომლებიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას წარმოქმნილ რისკებზე ეფექტიან რეაგირებას უზრუნველყოფს; ვ) ანაზღაურების ოპერატიულად გაცემის უზრუნველსაყოფად  შეიმუშაოს მართვის საინფორმაციო სისტემა და პროცედურები და არანაკლებ წელიწადში ერთხელ განახორციელოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის სიმულაცია. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3952 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს უფლება აქვს: ა) მიიღოს პირველადი შენატანები; ბ) განსაზღვროს და მიიღოს რეგულარული სადაზღვევო შენატანები; გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიიღოს სპეციალური სადაზღვევო შენატანები; დ) მართოს ფონდი; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომერციული ბანკისა და მიკრობანკისგან დროულად და დეტალურად მიიღოს შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ინფორმაცია; ვ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნულ ბანკთან დროულად და რეგულარულად გაცვალოს კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შესახებ ინფორმაცია ამ კანონის მიზნებისთვის; ზ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიიღოს მატერიალურ-ტექნიკური დახმარება; თ) კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისგან დროულად მიიღოს დეპოზიტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია; ი) შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მოითხოვოს მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; კ) შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმატით კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მოითხოვოს დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია; ლ) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მიღებული კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორების მეშვეობით; ლ 1 ) საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს მოითხოვოს კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია ან/და იგი გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორის მეშვეობით; მ) მიიღოს გრანტები, ტექნიკური და სხვა დახმარებები; ნ) მონაწილეობა მიიღოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში; ნ 1 ) განახორციელოს რეპო ოპერაცია კომერციულ ბანკთან, მიკრობანკთან; ო) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 1 1 . საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სააგენტოს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 1 2 . სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებისა და სახსრების განთავსების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია ჰქონდეს ანგარიშები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე და საქართველოს ეროვნულ ბანკში. 2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სააგენტო ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შენატანების  ფონდში აკუმულირება; ბ) განსაზღვროს სპეციალური სადაზღვევო შენატანების საჭიროება და შესაბამის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი მოზიდვა; გ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გასცეს ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) განახორციელოს შიდა კონტროლი და რისკების მენეჯმენტი; ე) შეიმუშაოს კრიზისების მართვის პოლიტიკა, პროცედურები და სისტემა, რომლებიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას წარმოქმნილ რისკებზე ეფექტიან რეაგირებას უზრუნველყოფს; ვ) ანაზღაურების ოპერატიულად გაცემის უზრუნველსაყოფად  შეიმუშაოს მართვის საინფორმაციო სისტემა და პროცედურები და არანაკლებ წელიწადში ერთხელ განახორციელოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის სიმულაცია. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3952 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.
რედაქციების შედარება

1. დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს უფლება აქვს: ა) მიიღოს პირველადი შენატანები; ბ) განსაზღვროს და მიიღოს რეგულარული სადაზღვევო შენატანები; გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიიღოს სპეციალური სადაზღვევო შენატანები; დ) მართოს ფონდი; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომერციული ბანკისა და მიკრობანკისგანბანკისგან დროულად და დეტალურად მიიღოს შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ინფორმაცია; ვ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნულ ბანკთან დროულად და რეგულარულად გაცვალოს კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისბანკების შესახებ ინფორმაცია ამ კანონის მიზნებისთვის;მიზნებისათვის; ზ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიიღოს მატერიალურ-ტექნიკური დახმარება; თ) კომერციული ბანკისა და მიკრობანკისბანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისგან დროულად მიიღოს დეპოზიტებისზუსტი შესახებინფორმაცია ზუსტიდეპოზიტების ინფორმაცია;შესახებ; ი) შესაბამისი ინსტრუქციის თანახმადშესაბამისად კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგანბანკებისგან მოითხოვოს მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; კ) შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმატით კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგანბანკებისგან მოითხოვოს დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია; ლ) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან მიღებული კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებშიბანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ კომერციული ბანკებისგან მიღებული ინფორმაცია გადაამოწმოს ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების ფინანსური ანგარიშგების აუდიტისბანკების განმახორციელებელიგარე აუდიტორების მეშვეობით; ლ 1 ) საჭიროების შემთხვევაშიშემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოითხოვოს კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია ან/და იგი გადაამოწმოს იგი ადგილზე, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირის ან/და კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელიგარე აუდიტორის მეშვეობით; მ) მიიღოს გრანტები, ტექნიკური და სხვა დახმარებები; ნ) მონაწილეობა მიიღოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში; ნ 1 ) განახორციელოს რეპო ოპერაცია კომერციულ ბანკთან, მიკრობანკთან;ბანკთან; ო) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სააგენტო ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შენატანების  ფონდში აკუმულირება; ბ) განსაზღვროს სპეციალური სადაზღვევო შენატანების საჭიროება და შესაბამის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი მოზიდვა; გ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას გასცეს ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) განახორციელოს შიდა კონტროლი და რისკების მენეჯმენტი; ე) შეიმუშაოს კრიზისების მართვის პოლიტიკა, პროცედურები და სისტემა, რომლებიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას წარმოქმნილ რისკებზე ეფექტიან რეაგირებას უზრუნველყოფს; ვ) ანაზღაურების ოპერატიულად გაცემის უზრუნველსაყოფად  შეიმუშაოს მართვის საინფორმაციო სისტემა და პროცედურები და არანაკლებ წელიწადში ერთხელ განახორციელოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის სიმულაცია. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 დეკ. 2023
  2. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  3. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 4 მაი. 2021
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საბანკო დარღვევების პრეტენზიები7 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საკუთრების უფლების (ტიტულის) დაზღვევის მოთხოვნები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მობილური ბანკინგის შესაბამისობასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ხუციშვილი

ნინო ხუციშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-15 · №5

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2023-12-28
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 3დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
  • 21დეპოზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება
  • 8საბჭოს უფლებები და მოვალეობები

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 29სააგენტოს უფლებამოსილება მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 16სააგენტოს უფლებამოსილება მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის სფეროში

კონკურენციის შესახებ

  • 18სააგენტოს უფლებამოსილებები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 49კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობა
  • 43სადეპოზიტო ფუნქციები
  • 31ეროვნული ბანკის სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 8სააგენტოს უფლებამოსილებანი

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 53საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 26საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4943311883218292616534
მნიშვნელობით ახლოსდეპოზიტების დაზღვევის …მომხმარებლის უფლებების…ელექტრონული კომერციის …კონკურენციის შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2023