წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ

მუხლი 2

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 31 ოქტ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ემბლემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ კანონით, ჟენევის კონვენციებითა და მათი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში: ა) დამცავი ფუნქციით; ბ) განმასხვავებელი ფუნქციით.

2.შეიარაღებული კონფლიქტის დროს ემბლემა გამოიყენება დამცავი ფუნქციით, შეიარაღებული ძალების სამედიცინო პერსონალის, სამედიცინო დაწესებულებისა და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალების აღსანიშნავად ჟენევის კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების შესაბამისად. დამცავი ფუნქციით გამოყენებული ემბლემა მისი შორი მანძილიდან იდენტიფიცირებისათვის შეძლებისდაგვარად დიდი ზომის უნდა იყოს.

3.ემბლემა განმასხვავებელი ფუნქციით გამოიყენება პირის ან ობიექტის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობასთან კავშირის ხაზგასმით აღსანიშნავად. განმასხვავებელი ფუნქციით გამოყენებული ემბლემა დამცავი ფუნქციით გამოყენებულ ემბლემაზე მცირე ზომის უნდა იყოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 ივნ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
41123199¹1131512315411122
მნიშვნელობით ახლოსწითელი ჯვრის, წითელი ნ…საქართველოს წითელი ჯვრ…სახელმწიფო მნიშვნელობი…კერძო დაცვითი საქმიანო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა