საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 33³. მიუღებელი სადეპოზიტო სარგებლის გამოთვლა და რეგრესის უფლება

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 31 1 მუხლის მე-7 პუნქტის, 31 2 მუხლის პირველი პუნქტისა და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის მიუღებელი სადეპოზიტო სარგებლის პროცენტი უნდა იყოს სულ მცირე რეფინანსირების განაკვეთის პროცენტის იდენტური ან მასზე მეტი, ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში.

2.თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ამ კანონის 31-ე, 31 1 , 31 2 და 33-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გამოწვეულია გადახდის ოპერაციის განხორციელების პროცესში მონაწილე სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის/პროვაიდერების და სხვა შუამავალი პირების ქმედებით, იგი უფლებამოსილია მოსთხოვოს შესაბამის პირებს, ხოლო ეს პირები ვალდებული არიან აუნაზღაურონ მას შესაბამისი თანხა ან/და შესაბამისი ზიანი, რომელიც პროვაიდერმა გადაიხადა იმავე მუხლებიდან გამომდინარე. აღნიშნული მოიცავს ანაზღაურების ვალდებულებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რომელიმე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის მხარდაჭერას.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების გარდა, სხვა ანაზღაურების მოთხოვნის უფლება შეიძლება გათვალისწინებული იყოს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ივნ. 2012 – 1 იან. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    დაემატა 33³ მუხლი სადეპოზიტო სარგებლის მინიმალური პროცენტისა და პროვაიდერთა შორის რეგრესის წესზე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ბასილაია

დავით ბასილაია

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8211⁶8907047¹1316531¹31²333133²4137⁴33³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს საგადასახა…სალიცენზიო და სანებართ…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა