Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებმუხლი 11

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

მუხლი 11. სავალდებულო დაზღვევის განხორციელება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2019
თემები:სპორტსმენის წარმომადგენლობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში მონაწილეობის მსურველი ყველა სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, გაერთიანდეს თანადაზღვევის სისტემაში და თანადაზღვევის შესახებ შეთანხმების პირობებზე თანხმობა წერილობით გამოხატოს.

2.მზღვეველი ვალდებულია ჰქონდეს სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში საქმიანობის განხორციელების დაწყებიდან: ა) 3 თვის განმავლობაში − პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) და სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებში ჯამურად გამომუშავებული პრემია არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით ან პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გამომუშავებული პრემია არანაკლებ 2 500 000 ლარის ოდენობით; ბ) 6 თვის განმავლობაში − პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) და სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებში ჯამურად გამომუშავებული პრემია არანაკლებ 400 000 ლარის ოდენობით ან პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გამომუშავებული პრემია არანაკლებ 5 000 000 ლარის ოდენობით; გ) ყოველი 12 თვის განმავლობაში − პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) და სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებში ჯამურად გამომუშავებული პრემია არანაკლებ 800 000 ლარის ოდენობით ან პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გამომუშავებული პრემია არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გამომუშავებული პრემიის გაანგარიშების მიზნისათვის ამ კანონის ფარგლებში გამომუშავებული პრემია არ გაითვალისწინება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ათვლა დაიწყება მზღვეველის მიერ სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში სადაზღვევო საქმიანობის დაწყების თვის 1 რიცხვიდან.

4.მზღვეველის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულებას აკონტროლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ამასთანავე, აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია მზღვეველს აუკრძალოს სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში საქმიანობა.

5.სადაზღვევო ორგანიზაციისათვის სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში საქმიანობის უფლების აღდგენის საფუძველია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული წერილობითი დასტური ერთ-ერთი შემდეგი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ: ა) სადაზღვევო ორგანიზაციას აქვს წინა 3 თვის განმავლობაში − პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) და სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებში ჯამურად გამომუშავებული პრემია არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით ან პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გამომუშავებული პრემია არანაკლებ 2 500 000 ლარის ოდენობით; ბ) სადაზღვევო ორგანიზაციას აქვს წინა 6 თვის განმავლობაში − პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) და სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებში ჯამურად გამომუშავებული პრემია არანაკლებ 400 000 ლარის ოდენობით ან პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გამომუშავებული პრემია არანაკლებ 5 000 000 ლარის ოდენობით; გ) სადაზღვევო ორგანიზაციას აქვს წინა 12 თვის განმავლობაში − პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) და სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებში ჯამურად გამომუშავებული პრემია არანაკლებ 800 000 ლარის ოდენობით ან პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან გამომუშავებული პრემია არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობით.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გამომუშავებული პრემიის გაანგარიშების მიზნისათვის ამ კანონის ფარგლებში გამომუშავებული პრემია არ გაითვალისწინება.

7.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი დასტურის გაცემისას მხედველობაში მიიღება ამ მუხლის მე-5 პუნქტის ის ქვეპუნქტი, რომელიც შეესაბამება მზღვეველისათვის სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საქმიანობის აკრძალვის საფუძველს.

8.სადაზღვევო ორგანიზაციისათვის ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში საქმიანობის უფლების აღდგენის შემთხვევაში მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

9.სადაზღვევო ორგანიზაციისათვის ამ კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში საქმიანობის უფლების აღდგენის შემთხვევაში მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

10.ცენტრის დაფინანსების წყაროა მზღვეველების მიერ განხორციელებული შენატანები.

11.თანადაზღვევის შესახებ შეთანხმება, რომლის განხორციელებას უზრუნველყოფს ცენტრი, უნდა მოიცავდეს: ა) თანადაზღვევის სისტემის ადმინისტრირების წესს; ბ) სავალდებულო დაზღვევის ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნისა და ადმინისტრირების წესებს; გ) სავალდებულო დაზღვევის ერთიანი სატელეფონო ნომრის (ცხელი ხაზის) შექმნისა და ფუნქციონირების და სადაზღვევო შემთხვევების აღრიცხვის წესებს; დ) სავალდებულო დაზღვევის პოლისის რეალიზაციის, რეალიზაციის ადმინისტრირების და სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების წესებს; ე) ამ კანონის ფარგლებში მოზიდული სადაზღვევო პრემიის და ზარალის თანაბარი განაწილების, სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განცხადების, მზღვეველების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების (მათ შორის, ზარალის შეფასების) და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის პრინციპებს, აგრეთვე ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებს; ვ) სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვის და მზღვეველებისათვის შეტყობინების წესებს; ზ) ამ კანონის აღსრულებისათვის უწყვეტი მომსახურების გაწევის წესს, კერძოდ, საქართველოში სავალდებულო დაზღვევის პოლისების რეალიზაციის, მომსახურების მიღების, დაზარალებულის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მიზნით განცხადების წარდგენის და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შესახებ დებულებებს; თ) დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ადმინისტრირების წესს; ი) მზღვეველის თანადაზღვევის სისტემაში მიღების და მისი ამ სისტემიდან გასვლისა და გარიცხვის წესებს; კ) სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის განცალკევებული ანგარიშის შექმნის და მზღვეველების მიერ მისი შევსების წესებს.

12.მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს დაზარალებულის მიერ წარდგენილი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განცხადების მიღება მზღვეველის ყველა ფილიალსა და წარმომადგენლობაში. ამასთანავე, მზღვეველი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტები დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მიაწოდოს ცენტრს.

13.მზღვეველები იღებენ სოლიდარულ პასუხისმგებლობას სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ამ კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში ანაზღაურებისათვის. ცენტრი ვალდებულია გაიანგარიშოს აქტუარული გათვლების საფუძველზე სადაზღვევო რეზერვები და ყველა მზღვეველზე პროპორციული წესით გადაანაწილოს. მზღვეველი ვალდებულია შექმნას და აღრიცხოს ცენტრის მიერ პროპორციული წესით გადანაწილებული რეზერვები ფინანსური ანგარიშგების საბალანსო უწყისში.

14.მზღვეველის გადახდისუუნარობის შემთხვევაში თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე სხვა მზღვეველები პასუხისმგებელი არიან გადახდისუუნარო მზღვეველის მიერ ნაკისრი და გადაუხდელი ვალდებულებების სრულად შესრულებისათვის. გადახდისუუნარო მზღვეველის მიერ ნაკისრი ვალდებულებები თანაბრად გადანაწილდება.

15.ცენტრი ვალდებულია მზღვეველის მიერ ამ კანონის ან/და თანადაზღვევის შესახებ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ­− საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.

წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მორაგბეთა ხელშეკრულებებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2019-12-19 · №1

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 12

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14მუხლი 12

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 3ზოგადი პირობები
  • 5სადაზღვევო პრემიის ოდენობა დაზღვევის პერიოდის მიხედვით
  • 13სავალდებულო დაზღვევის ერთიანი ელექტრონული ბაზა

დაზღვევის შესახებ

  • 4დაზღვევის ობიექტი
  • 6სავალდებულო დაზღვევის წესების დარღვევის შედეგები

საზღვაო კოდექსი

  • 256—
  • 168—
  • 244—

სამედიცინო დაზღვევის შესახებ

  • 9დამზღვევის მოვალეობები

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 8—

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 843პასუხისმგებლობა სავალდებულო დაზღვევისას
  • 799ცნება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
94625616824484379981214351311
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტერიტორიაზ…დაზღვევის შესახებსაზღვაო კოდექსისამედიცინო დაზღვევის შ…ავტომოტოტრანსპორტის მფ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 დეკ. 2019