მეზღვაურთა შრომის შესახებ

მუხლი 21. სახელშეკრულებო ვალდებულებების ფინანსური გარანტიების დაფარვა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიამია ზოიძეირაკლი ღლონტი

1.ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური გარანტია უნდა იყოს გემთმფლობელის მიერ გაფორმებული, ხოლო შესაბამისი თანხა − დაზღვევის ფორმით გადახდილი/ანაზღაურებული. ეს ფინანსური გარანტია სულ მცირე: ა) სრულად უნდა უზრუნველყოფდეს მეზღვაურის მიერ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაციის ყოველგვარი შეყოვნების/შეფერხების გარეშე მიღებას; ბ) უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მეზღვაურის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიმართ არ განხორციელდეს არანაირი იძულება მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები თანხის მიღებაზე თანხმობის განცხადების მიზნით; გ) უნდა უზრუნველყოფდეს მეზღვაურისთვის შუალედური გადახდის/გადახდების განხორციელებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მეზღვაურის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩაყენება, როდესაც მეზღვაურის ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო მის მიერ მისაღები კომპენსაციის ზუსტად განსაზღვრა გართულებულია; დ) უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მეზღვაურის მიერ მისაღები არცერთი თანხა არ უზღუდავდეს მას სხვა უფლებებს. ამასთანავე, ეს თანხა შეიძლება გამოიყენოს გემთმფლობელმა მეზღვაურის მიერ მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც გამომდინარეობს მეზღვაურის სხვა საჩივრებიდან და წარმოშობილია იმავე შემთხვევიდან; ე) უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაცია შეიძლება მოითხოვოს თავად დაზარალებულმა მეზღვაურმა, მისმა უახლოესმა ნათესავმა, მეზღვაურის მიერ დანიშნულმა უფლებამონაცვლემ ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა.

2.სახელშეკრულებო მოთხოვნა არის ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც დაკავშირებულია საწარმოო ტრავმის, ავადმყოფობის ან საფრთხის შედეგად მეზღვაურის გარდაცვალებასთან ან მის მიერ შრომისუნარიანობის ხანგრძლივად დაკარგვასთან, როგორც ეს დადგენილია მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებითა და კოლექტიური ხელშეკრულებით, რომელიც ამ მეზღვაურზე ვრცელდება.

3.ფინანსური გარანტია უნდა შეესაბამებოდეს ყველა სახელშეკრულებო მოთხოვნას, რომლებიც წარმოიშობა დროის იმ მონაკვეთში, რომლისთვისაც არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
131616¹34335024457615820182221
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა შრომის შესა…საზღვაო კოდექსიდაზღვევის შესახებსაქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა