საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

მუხლი 14. ცენტრის მართვის ორგანოები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ცენტრის მართვის ორგანოებია: მზღვეველთა კრება და ცენტრის დირექტორი.

2.ცენტრის მზღვეველთა კრებას აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები: ა) ამ კანონთან შესაბამისობის დასადასტურებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს ცენტრის წესდება და მიიღოს თანხმობა; აღნიშნული პროცედურის დაცვით შეიტანოს ცენტრის წესდებაში ცვლილებები; ბ) უზრუნველყოს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის აღსრულება; გ) განიხილოს და დაამტკიცოს ცენტრის ყოველწლიური საფინანსო-ეკონომიკური გეგმა და განსაზღვროს მზღვეველის მიერ ცენტრის ადმინისტრაციული ხარჯებისათვის შენატანის ოდენობა; დ) ამ კანონთან შესაბამისობის დასადასტურებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს ცენტრის დირექტორის კანდიდატურა და მიიღოს თანხმობა მის დანიშვნაზე ან გათავისუფლებაზე; ე) დაამტკიცოს ცენტრის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა; ვ) ცენტრის წესდებით განსაზღვროს ცენტრის მზღვეველთა კრების მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წესები; ზ) შეასრულოს სხვა ფუნქციები, რომლებიც განსაზღვრულია ცენტრის წესდებით და არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

3.პირს ეკრძალება, იყოს ცენტრის დირექტორი, თუ: ა) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; ბ) მას არა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ; გ) მას არა აქვს საფინანსო სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 წლის პროფესიული გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება.

4.ცენტრის დირექტორის უფლებები და მოვალეობებია: ა) ცენტრის ხელმძღვანელობა და მისი საქმიანობის წარმართვა, ცენტრის მზღვეველთა კრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ცენტრის წარმოდგენა მესამე პირებთან ურთიერთობაში; ბ) ცენტრის მზღვეველთა კრების მოწვევის ორგანიზება; გ) ცენტრის ყოველწლიური საფინანსო-ეკონომიკური გეგმის შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა და მისი განსახილველად ცენტრის მზღვეველთა კრებისათვის წარდგენა; დ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, საორგანიზაციო საქმიანობის და ცენტრის წესდებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების კონტროლი, სამართლებრივი, ინფორმაციული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ე) ცენტრის სახსრების განკარგვა და მათი მიზნობრივი გამოყენების კონტროლი, ცენტრის დირექტორის მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრების მიზნობრივი ხარჯვისთვის პასუხისმგებლობა; ვ) ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება; ზ) ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის ცენტრის მზღვეველთა კრებისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; თ) ფუნქციების კეთილსინდისიერად შესრულება, კერძოდ, ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა სავალდებულო დაზღვევის პოლისების რეალიზაციის, ზარალის რეგულირების და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის პროცესების დროულად წარმართვისათვის; ი) ცენტრის წესდებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 დეკ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
149¹21984811181212413375214
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტერიტორიაზ…დაზღვევის შესახებნებაყოფლობითი კერძო პე…სახელმწიფო შიდა ფინანს…დეპოზიტების დაზღვევის …მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა