Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებმუხლი 12

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

მუხლი 12. ცენტრი, მისი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ცენტრი არის თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველების მიერ სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის მართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი ნებაყოფლობითი საზოგადოება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. დაუშვებელია სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის მართვისათვის ერთზე მეტი ცენტრის საქმიანობა.

2.ცენტრის დამფუძნებელი არის სავალდებულო დაზღვევის განხორციელების უფლების მქონე მზღვეველი ამ კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3.მზღვეველისათვის სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში სადაზღვევო საქმიანობის აკრძალვა იწვევს ამ მზღვეველისათვის თანადაზღვევის სისტემაში მონაწილეობის აკრძალვას და მის ცენტრიდან გარიცხვას.

4.ცენტრის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სავალდებულო დაზღვევის ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა და ადმინისტრირება; ბ) ამ კანონის მიზნებისთვის სავალდებულო დაზღვევის პოლისის (სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების) ერთიანი ნიმუშის და სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განცხადების ფორმის შექმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით; გ) სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის განხორციელებისათვის, ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად საერთო წესის შემუშავება; დ) სავალდებულო დაზღვევის პოლისების რეალიზაციის ადმინისტრირება, ზარალის რეგულირების და სადაზღვევო ანაზღაურების პროცესების დროულად წარმართვა.

5.მზღვეველის მიერ ამ კანონის ან ცენტრის წესდების ნორმების დარღვევის შემთხვევაში ცენტრი ვალდებულია მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ცენტრის დამფუძნებლის (მზღვეველის) მიერ ამ კანონის ნორმების არაჯეროვნად შესრულების ან დარღვევის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

7.მზღვეველის ცენტრიდან გასვლა ან გარიცხვა იწვევს მზღვეველისათვის სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში საქმიანობის შეწყვეტას. მზღვეველისათვის სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში საქმიანობის უფლების აღდგენის საფუძველია მზღვეველის ცენტრიდან გასვლის ან გარიცხვის გამომწვევი გარემოების აღმოფხვრა.

8.ცენტრის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თანხმობით.

9.სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის მართვას ზედამხედველობს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რისთვისაც იგი უფლებამოსილია მზღვეველებისაგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია.

წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2019-12-19 · №1

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 2

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11მუხლი 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 14ცენტრის მართვის ორგანოები
  • 13სავალდებულო დაზღვევის ერთიანი ელექტრონული ბაზა

დაზღვევის შესახებ

  • 9მზღვეველი
  • 20სამსახურის ფუნქციები
  • 2კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 20სადაზღვევო კომპანიის საპენსიო სქემა

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 3დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 51სამსახურის უფლებამოსილებები

სამედიცინო დაზღვევის შესახებ

  • 11მზღვეველის მოვალეობები
  • 16მზღვეველი ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევისას
  • 10მზღვეველის უფლებები

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 22—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2011161092022231121814135112
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტერიტორიაზ…დაზღვევის შესახებარასახელმწიფო საპენსიო…დეპოზიტების დაზღვევის …ნებაყოფლობითი კერძო პე…სამედიცინო დაზღვევის შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 დეკ. 2019