საზღვაო კოდექსი

მუხლი 168

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნაოსნობისას მგზავრის უსაფრთხოდ გადასაყვანად გადამყვანი ვალდებულია მგზავრის საზღვაო გადაყვანის დაწყებამდე უზრუნველყოს, რომ გემი იმყოფებოდეს ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, დააკომპლექტოს გემის ეკიპაჟი და აღნიშნულ მდგომარეობაში ჰყავდეს გემი მგზავრის საზღვაო გადაყვანის მთელი დროის განმავლობაში.

2.გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს საქართველოში რეგისტრირებული იმ გემით, რომელსაც 12-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავს, ვალდებულია მგზავრის საზღვაო გადაყვანის დაწყებამდე განახორციელოს მგზავრის გარდაცვალებისთვის ან ჯანმრთელობის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც ფარავს მგზავრის გარდაცვალებისთვის ან ჯანმრთელობის დაზიანებისთვის გადამყვანის პასუხისმგებლობას.

3.სავალდებულო დაზღვევის თანხა კონკრეტულ შემთხვევაში თითოეული მგზავრისთვის 250 000 საანგარიშო ერთეულზე ნაკლები არ უნდა იყოს.

4.თუ გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ტვირთის გადაზიდვის ნაწილს, აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გემზე გასცემს დაზღვევის დამადასტურებელ მოწმობას.

5.საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი საერთაშორისო ნაოსნობაში არ დაიშვება, თუ მას არ აქვს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობა.

6.სანავსადგურე ერთეულში შესვლისას ან სანავსადგურე ერთეულიდან გასვლისას გემს, რომელსაც 12-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავს, უნდა ჰქონდეს სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი მოწმობა.

7.სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის, შემოწმებისა და აღიარების წესებსა და პირობებს ადგენს სააგენტო. საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4944 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 24 მაი. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 168-ე მუხლის მე-6 ნაწილში დაზღვევის მოწმობის მოთხოვნა შესვლა-გასვლას ახლა სანავსადგურე ერთეულთან აკავშირებს.

  2. · გამოქვეყნდა 1 ოქტ. 2019

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1417817216512657535612 (დ…19 (დ…14 (დ…20619168
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა