საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

მუხლი 7. სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს ერთი დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 25 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი 50 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

2.დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანია: ა) დაზარალებულის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება ან განადგურება; ბ) გზის საფრის, გზის კონსტრუქციული ელემენტის, შენობის ან/და ნაგებობის დაზიანება ან განადგურება; გ) დაზარალებულის პირადი ნივთისა და სხვა ქონების დაზიანება ან განადგურება.

3.დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის საფუძველია: ა) უძრავი ან მოძრავი ქონების დაზიანების შემთხვევაში – ქონების დაზიანებული ნაწილის შეკეთების/აღდგენის (სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის არსებული მდგომარეობის აღდგენის) ღირებულება; ბ) უძრავი ქონების სრული განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში – სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის უძრავი ქონების აღდგენის რეალური ღირებულება რეალიზებადი ნარჩენების ღირებულების გამოკლებით; გ) მოძრავი ქონების სრული განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში – მოძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულება შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი (საღი) და რეალიზებადი ნარჩენების ღირებულების გამოკლებით ან მოძრავი ქონების ჩანაცვლების ღირებულება.

4.თუ დაზიანებული ქონების შეკეთების/აღდგენის რეალური ღირებულება არის ამ ქონების საბაზრო ღირებულების 70% ან 70%-ზე მეტი, შემთხვევა განიხილება ქონების სრულ განადგურებად (დაღუპვად).

5.თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს დაზღვეული აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით ან დაზარალებულს დაზღვეული აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალება ან სხვა ქონება ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას, პირველ რიგში, მოქმედებს ამ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევა.

6.თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ზიანის ოდენობაზე, თითოეულ მათგანს უფლება აქვს, ზიანის ოდენობის დასადგენად დამოუკიდებელ ექსპერტიზას მიმართოს. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება დაინტერესებულ მხარეს ეკისრება. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7.სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დაზარალებული ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრამდე უფლებამოსილია შეაკეთოს დაზიანებული ქონება მხოლოდ ცენტრის წინასწარი წერილობითი თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანებული ქონების შეკეთება აუცილებელია დამატებითი ზიანის თავიდან აცილებისათვის.

8.დაზარალებულის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობისას ცენტრი უფლებამოსილია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარი განაცხადოს.

9.თუ ერთი სადაზღვევო შემთხვევის დროს რამდენიმე დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ანაზღაურების ჯამურ ლიმიტს, სადაზღვევო ანაზღაურება თითოეულ დაზარალებულზე პროპორციულად გაიცემა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 დეკ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4026226124469382782616³176957
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტერიტორიაზ…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…დეპოზიტების დაზღვევის …შრომითი მიგრაციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა