სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 9 (დანართი 1)

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 26 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კონტრაქტის საკუთარი ინიციატივით ან ბრალეულობით ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში: ა) საკონტრაქტო მოსამსახურე სამსახურიდან გათავისუფლდება მინიჭებული სპეციალური წოდებ(ებ)ის ჩამორთმევით, კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად და საერთო წესით დაექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას; ბ) საკონტრაქტო მოსამსახურეს დაეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს შესაბამისი კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის თანხას (პირგასამტეხლოს), სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების, აგრეთვე კონტრაქტის გაფორმების დღიდან კონტრაქტის შეწყვეტამდე სპეციალური მომზადებისა და თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში კვებით უზრუნველყოფისათვის გაწეულ ხარჯებს.

2.საკონტრაქტო მოსამსახურეს ფინანსური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ: ა) კონტრაქტი ვადამდე შეწყდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან/და სხვა ისეთი გარემოებების გამო, რომელიც, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების საფუძველს; ბ) გრძელვადიანი კონტრაქტი  წყდება სამსახურის თანხმობით და პირს კონტრაქტით ნამსახურები აქვს არანაკლებ კანონით სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის დადგენილი ვადისა, რომლის საფუძველზეც ჩაირიცხება საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის დადგენილება №134 – ვებგვერდი, 19.03.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 19 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²⁴17111130¹1833528635851459 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…არასამხედრო ალტერნატიუ…საქართველოს დაზვერვის …სახელმწიფო დაცვის სპეც…