სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 10 (დანართი 1)

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 26 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ფინანსური პასუხისმგებლობის ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად დაკისრების შემთხვევაში: ა) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე, გადახდის ვალდებულების გადავადება ან განაწილვადება 2 წლამდე ვადით შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პირი სადავოდ არ ხდის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, თანხმობას აცხადებს თანხის ნებაყოფლობით გადახდაზე და წარადგენს სათანადო უზრუნველყოფას; ბ) პირს გადახდის ვალდებულება გადაუვადდება 2 წლით, თუ იგი არის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიმღები. აღნიშნული საფუძვლით გადახდის გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ და არა უმეტეს საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსით ყოფნის ვადისა. ამასთან, ზედიზედ 4 წლის განმავლობაში მითითებული სტატუსის შენარჩუნების შემთხვევაში, პირი თავისუფლდება ფინანსური პასუხისმგებლობისაგან; გ) პირადი პატაკით (განცხადებით) წარდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე პირი თავისუფლდება გადახდის ვალდებულებისაგან, თუ კონტრაქტი ვადამდე შეწყვიტა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, მძიმე ოჯახური მდგომარეობის, ხელისუფლების ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის, აგრეთვე სხვა ობიექტური გარემოებების გამო, რომელსაც სამსახური საპატიოდ მიიჩნევს.

2.საკონტრაქტო მოსამსახურის მიერ თავისი ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტად ჩაითვლება: ა) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა; ბ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა; გ) ფიცის გატეხა, მოსამსახურისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა; დ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა.

3.სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების არადამაკმაყოფილებელი შედეგით გავლის საფუძველზე კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პირს დაეკისრება მისი სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში სპეციალური მომზადებისა და კვებით უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2723468174051115⁴28522416 (და…9512710 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსოციალური დახმარების შ…სახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…