სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 6 (დანართი 1)

რედაქცია №6კონსოლიდირებული · 26 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე ხორციელდება კანდიდატის სპეციალური შესწავლა.

2.გაწვევის დასრულებამდე, სულ ცოტა, ერთი თვით ადრე სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე წვევამდელები  გადიან სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას ერთ თვემდე ვადით, რომლის მატერიალურ-ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

3.სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებაზე სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩასარიცხად გაწვეული წვევამდელები და საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხად შესარჩევი კანდიდატები იგზავნებიან სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. სწავლების დაწყებამდე საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ კანდიდატებთან  იდება კონტრაქტი, რომლის ნიმუშები მტკიცდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანებით.

4.სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდი არ ითვლება სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურის ვადაში. სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურის დაწყების დღე აითვლება შესაბამისად სამხედრო სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის დადების დღიდან. სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დადებითი შედეგებით გავლა როგორც სამხედრო სავალდებულო, ასევე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა.

5.გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, რის საფუძველზეც შესაბამის კანდიდატებს უტარდებათ შესარჩევი ტესტირება თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დაწყებამდე.

6.წვევამდელი, რომელიც ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე ვერ მოხვდება გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ კანდიდატთა შორის, საერთო წესით განიხილება  როგორც საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხვის კანდიდატი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23²1010⁵1530¹2910 (დ…467776117145126 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო დაცვის სპეც…თავდაცვის კოდექსისაქართველოს დაზვერვის …სახელმწიფო დაცვის სპეც…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…