Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 29

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 29. კონკურენტული დიალოგი

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:შერწყმა და შეძენასხვა არამატერიალური აქტივების შეფასებამარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაკომერციული სასამართლოეთიკა და ანტიკორუფციაბიზნესის შეფასების მეთოდოლოგიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.კონკურენტული დიალოგი ორეტაპიანი პროცედურაა.

2.კონკურენტული დიალოგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს: ა) საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესასყიდად, თუ დაკმაყოფილდება ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა: ა.ა) შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებები ბაზარზე ხელმისაწვდომი გადაწყვეტის გზების მისადაგების გარეშე ვერ დაკმაყოფილდება; ა.ბ) საჯარო შესყიდვა მოიცავს დიზაინს ან ინოვაციურ გადაწყვეტას; ა.გ) შესყიდვის ხელშეკრულება მის ბუნებასთან, სირთულესთან, სამართლებრივ და ფინანსურ სტრუქტურასთან ან რისკებთან დაკავშირებული გარემოებების გამო წინასწარი მოლაპარაკების გარეშე ვერ დაიდება; ა.დ) შემსყიდველი ორგანიზაცია მკაფიოდ ვერ განსაზღვრავს სპეციფიკაციებს შესაბამის სტანდარტზე მითითებით; ბ) თუ საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესასყიდად გამოცხადებული ღია პროცედურა ან შეზღუდული პროცედურა არ შედგება ან უარყოფითი შედეგით დასრულდება.

3.შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს საჭიროებებსა და მოთხოვნებს, აგრეთვე დაადგენს საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმებსა და ვადებს. ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობის კრიტერიუმის გამოყენება სავალდებულოა.

4.განაცხადის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ ეკონომიკურ ოპერატორს.

5.შემსყიდველი ორგანიზაცია წარდგენილი განაცხადების მიხედვით ადგენს, აქვთ თუ არა ეკონომიკურ ოპერატორებს სათანადო კვალიფიკაცია, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი შესყიდვის პირობებით განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს, და შერჩეულ კანდიდატებს იწვევს კონკურენტულ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია შეამციროს კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად.

6.შემსყიდველი ორგანიზაცია შერჩეულ ეკონომიკურ ოპერატორებთან მართავს კონკურენტულ დიალოგს, რომლის მიზანია შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებების დაკმაყოფილების საუკეთესო საშუალების იდენტიფიცირება/განსაზღვრა. ამ დიალოგის განმავლობაში შესაძლებელია საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა ასპექტის (საკითხის) განხილვა.

7.დიალოგის განმავლობაში შემსყიდველი ორგანიზაცია ყველა მონაწილის მიმართ თანაბარ მოპყრობას უზრუნველყოფს. მან მონაწილეებს ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით არ უნდა მიაწოდოს, რათა ზოგიერთ მათგანს სხვებთან შედარებით უპირატესობა არ მიენიჭოს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია კანდიდატის მიერ შეთავაზებული გადაწყვეტის გზა ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე არ გაანდოს სხვა კანდიდატს. ასეთი თანხმობა ზოგადი არ უნდა იყოს და კონკრეტულ ინფორმაციაზე მითითებას უნდა შეიცავდეს.

8.კონკურენტული დიალოგი შესაძლებელია მოიცავდეს რამდენიმე თანამიმდევრულ ეტაპს, რომელთა მიზანია შეთავაზებული გადაწყვეტის გზის/გზების რაოდენობის შემცირება შესყიდვის პირობებით დადგენილი საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმების გამოყენებით. შეთავაზებული გადაწყვეტის გზის/გზების რაოდენობის ეტაპობრივად შემცირება დასაშვებია, თუ ასეთი შესაძლებლობა შესყიდვის პირობებით წინასწარ არის გათვალისწინებული.

9.შემსყიდველი ორგანიზაცია დიალოგს განაგრძობს მანამ, სანამ იგი არ შეძლებს საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალების იდენტიფიცირებას.

10.მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაცია დიალოგს დასრულებულად გამოაცხადებს და ამის შესახებ აცნობებს შერჩეულ ეკონომიკურ ოპერატორებს, იგი ამ დიალოგის განმავლობაში გამოვლენილი და იდენტიფიცირებული/განსაზღვრული საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალების საფუძველზე სთხოვს მათ საბოლოო წინადადებების წარდგენას. ეს წინადადებები უნდა შეიცავდეს მოთხოვნილ, შესაბამისი პროექტის შესასრულებლად საჭირო ყველა ელემენტს. აღნიშნული წინადადებები შეიძლება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით დაზუსტდეს ან დაიხვეწოს. ამასთანავე, დაზუსტება ან დახვეწა არ შეიძლება შეეხოს წინადადების ან საჯარო შესყიდვის არსებით ნაწილს, მათ შორის, შესყიდვის პირობებით განსაზღვრულ საჭიროებებსა და მოთხოვნებს, თუ ამ ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს კონკურენციის შეზღუდვა ან დისკრიმინაცია.

11.შემსყიდველი ორგანიზაცია წინადადებებს აფასებს შესყიდვის პირობებით დადგენილი საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმების გამოყენებით.

12.შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით, საუკეთესო წინადადების მქონე პრეტენდენტი შესყიდვის ხელშეკრულების საბოლოო პირობების განსაზღვრის მიზნით შეიძლება მოწვეულ იქნეს ფინანსური ვალდებულებებისა და წინადადებაში მითითებული სხვა პირობის დასადასტურებლად, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს წინადადების ან შესყიდვის პირობების არსებითი ასპექტების (მათ შორის, შესყიდვის პირობებით განსაზღვრული საჭიროებებისა და მოთხოვნების) ცვლილებას და კონკურენციის შეზღუდვას ან დისკრიმინაციას.

წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 30

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დავა კონკურენციის შეზღუდვის (Non-Compete) პირობებზე5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ეთიკის ტრენინგ პროგრამები5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონკურენციის პირობის დარღვევა და აღსრულება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონკურენციის შეზღუდვის პირობა (NCA)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №16

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 60

მიუთითებენ მასზე

მუხლი 60

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 28შეზღუდული პროცედურა
  • 32წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა
  • 60კანდიდატთა რაოდენობის შემცირება

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 20ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების წესი
  • 16სატენდერო წინადადებების შერჩევა
  • 5სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალებები, მეთოდი და მათი შერჩევის წესი

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 20⁹ჩარჩოშეთანხმება
  • 16¹გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
  • 20¹⁰ელექტრონული კატალოგი

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

  • 19კონცესიონერის შერჩევის პროცესის ეტაპები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 43²საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 71ინფორმაციის მიწოდებისა და კონსულტაციის გამართვის პროცედურები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43²20⁹16¹20¹⁰71201651960283229
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო და კერძო თანამშ…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026