საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 35. დავების გადაწყვეტა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შერჩევის პროცესის  მონაწილეს უფლება აქვს, შერჩევის პროცესთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გაასაჩივროს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დავების განხილვის საბჭოში, იმავე კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. [ 1. შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, შერჩევის პროცესთან დაკავშირებული უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი   კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გაასაჩივროს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში იმავე კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს შერჩევის პროცესის მონაწილის უფლებას, შერჩევის პროცესთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გაასაჩივროს პირდაპირ სასამართლოში.

3.საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან, პირდაპირი ხელშეკრულებიდან ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა მიერ შესაბამისი ხელშეკრულებით შეთანხმებული დავის მოგვარების წესის შესაბამისად.

4.მხარეებს უფლება აქვთ, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში თავისუფლად განსაზღვრონ დავის გადაწყვეტის კონკრეტული მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული ან საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი. თუ მხარეები საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში არ განსაზღვრავენ დავის გადაწყვეტის სასურველ მექანიზმს, დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2565 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4410 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1698 – ვებგვერდი, 15.06.2026წ. თავი IX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 24 მაი. 2018-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. შერჩევის პროცესის  მონაწილეს უფლება აქვს, შერჩევის პროცესთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გაასაჩივროს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დავების განხილვის საბჭოში, იმავე კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს შერჩევის პროცესის მონაწილის უფლებას, შერჩევის პროცესთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება გაასაჩივროს პირდაპირ სასამართლოში. 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან, პირდაპირი ხელშეკრულებიდან ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა მიერ შესაბამისი ხელშეკრულებით შეთანხმებული დავის მოგვარების წესის შესაბამისად. 4. მხარეებს უფლება აქვთ, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში თავისუფლად განსაზღვრონ დავის გადაწყვეტის კონკრეტული მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული ან საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი. თუ მხარეები საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში არ განსაზღვრავენ დავის გადაწყვეტის სასურველ მექანიზმს, დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო. თავი IX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2027 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
124223¹23¹¹231333781928019235
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს საარჩევნო …ეროვნული მარეგულირებელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა