სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 23. დავის განმხილველი ორგანოები

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო შესყიდვებთან და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავა შესაძლებელია განიხილოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ (შემდგომ – საბჭო) ან სასამართლომ.

2.ამ თავით დადგენილია სახელმწიფო შესყიდვებთან და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავის საბჭოს მიერ განხილვის წესი. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6730 – ვებგვერდი, 16.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 ივლ. 2018-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. ელექტრონული ტენდერის, კონკურსის ან შერჩევის პროცესის ჩატარებისას წარმოშობილი დავის სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტის მიზნით ამ კანონის საფუძველზე იქმნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო – დავების განხილვის საბჭო (შემდგომ – საბჭო), რომელიც არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს. საბჭოს თავმჯდომარეობს სააგენტოს თავმჯდომარე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. საბჭოს შემადგენლობაში პარიტეტის პრინციპის საფუძველზე შედის სააგენტოს 3 წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამისი პროფილის 3 წარმომადგენელი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. თუ სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს (მათი ოდენობა აისახება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში) შეადგენს ან აღემატება მათ, საბჭოს შემადგენლობაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირებისა, შედის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თითო წარმომადგენელი, აგრეთვე აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის 1 წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეობს მისი ერთ-ერთი წევრი, რომელსაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრით, 1 წლის ვადით. საბჭოს ერთი და იგივე წევრი მის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. 4. საბჭოს წევრებად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების მიერ წარმომადგენელთა არჩევის წესი, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ორგანოების მიერ წარმომადგენელთა დასახელების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. აღნიშნული პირები საბჭოს წევრებად ინიშნებიან 1 წლის ვადით. სააგენტოს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ამ პირთა საბჭოს წევრებად არჩევის/დასახელების პროცესში, გარდა მისი ტექნიკური უზრუნველყოფისა. 5. სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული დავის ნაწილში საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავის განხილვის წესი – „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავის განხილვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საბჭოს საქმიანობას ტექნიკურად უზრუნველყოფს სააგენტო. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1945 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2275 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 ივნ. 2017 – 1 სექ. 2019 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2011 – 1 იან. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 14

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 21 სექ. 2020
  2. · გამოქვეყნდა 16 ივლ. 2020
  3. · გამოქვეყნდა 21 აპრ. 2017
  4. · გამოქვეყნდა 24 მაი. 2018

    23-ე მუხლის 1-ლ პუნქტში საბჭოს სახელწოდება შემოკლდა და მისი შექმნის მიზანი შერჩევის პროცესის დავებსაც მოიცავს; მე-5 პუნქტი ორ დავას განასხვავებს და შერჩევის პროცესის დავის წესს მთავრობის დადგენილებას უთმობს.

  5. 23-ე მუხლის მე-10 პუნქტში საჩივრის წარდგენის ვადების კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენის წესს დაემატა გამონაკლისი — საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევა.

  6. · გამოქვეყნდა 25 მაი. 2011

    23-ე მუხლის პირველ პუნქტში გასაჩივრების პერიოდი ხელშეკრულების დადებამდე ვადის ნაცვლად ტენდერისთვის გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებამდე პერიოდს უკავშირდება; მე-5 პუნქტში 10-დღიანი ვადა 10 სამუშაო დღედ განისაზღვრა.

  7. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2012

    23-ე მუხლიდან ამოღებულია საცნობარო მინიშნება; ნორმატიული შინაარსი არ იცვლება.

  8. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2010

    23-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში 20 კალენდარული დღის ვადით საჩივრის შეტანისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობის ნორმა, ხოლო მე-4 პუნქტიდან — სააგენტოსთვის მიმართვის უფლება ხელშეკრულების დადებამდე.

  9. 23-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა დათქმა, რომ კონკურსის გასაჩივრების წესსა და პირობებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი განსაზღვრავს.

  10. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2010

    23-ე მუხლში 2 1 პუნქტის ძველი ტექსტი ამოღებულია, 2 2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში დაემატა კონკურსი და დაემატა სააგენტოს დავების განმხილველი საბჭოს და საჩივრის განხილვის პუნქტები 4 1–14.

  11. · გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    23-ე მუხლს დაემატა 4¹ პუნქტი სააგენტოში პარიტეტული დავების განმხილველი საბჭოს შესახებ და მე-6 პუნქტი, რომელიც მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვას 10 კალენდარული დღით ზღუდავს.

  12. · გამოქვეყნდა 12 დეკ. 2008

    მე-10 პუნქტში საჩივრის საფუძვლის ხარისხი „სერიოზულიდან“ „სამართლებრივზე“ შეიცვალა და დაემატა საჩივრის განუხილველობის საფუძველი შესყიდვის პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში; მე-13 პუნქტის მითითებას დაემატა „მუხ235“.

  13. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტში საჩივრის შეტანის უფლების სუბიექტები და მე-12 პუნქტში გასაჩივრების სუბიექტები შეიცვალა („მონაწილე“ ამოღებულია), ხოლო მე-11 პუნქტში შეჩერების წესი მხოლოდ შემსყიდველ ორგანიზაციასა და სააგენტოს უკავშირდება, საერთო ვადით 30 დღე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
159⁸23¹23¹¹23⁷297103733319 (და…35818023
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…საჯარო და კერძო თანამშ…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა