1.სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ, მონაწილე, პრეტენდენტ და მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის და სააგენტოს მიერ პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები სასამართლო წესით, მათ შეუძლიათ აგრეთვე პირდაპირ მიმართონ სასამართლოს.
2.სასამართლოში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.







