სოციალური მუშაობის შესახებ

მუხლი 46. სოციალური მუშაკის უსაფრთხოება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაწესებულება, რომელშიც სოციალური მუშაკია დასაქმებული, ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესი, რომელიც სოციალური მუშაკის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უსაფრთხოების წესის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა შესაძლო რისკის წყარო საფრთხის დონისა და შესაძლო შედეგების მიხედვით. აღნიშნული უსაფრთხოების წესი უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის პრევენციულ ზომას.

3.დაწესებულების მიერ დადგენილ შემთხვევის მართვის სტანდარტში გათვალისწინებული უნდა იქნეს სოციალური მუშაობის ჩატარებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი წინასწარი ზომების მიღების პროცედურა, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საჭიროების განსაზღვრის კრიტერიუმები, ფუნქციების გადანაწილება და არსებული საფრთხის აღმოფხვრის მექანიზმი.

4.სოციალური მუშაკი ვალდებულია განუხრელად შეასრულოს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის დადგენილი, აუცილებლად შესასრულებელი მითითებები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დაწესებულება, რომელშიც სოციალური მუშაკია დასაქმებული, ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესი, რომელიც სოციალური მუშაკის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უსაფრთხოების წესის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა შესაძლო რისკის წყარო საფრთხის დონისა და შესაძლო შედეგების მიხედვით. აღნიშნული უსაფრთხოების წესი უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის პრევენციულ ზომას. 3. დაწესებულების მიერ დადგენილ შემთხვევის მართვის სტანდარტში გათვალისწინებული უნდა იქნეს სოციალური მუშაობის ჩატარებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი წინასწარი ზომების მიღების პროცედურა, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საჭიროების განსაზღვრის კრიტერიუმები, ფუნქციების გადანაწილება და არსებული საფრთხის აღმოფხვრის მექანიზმი. 4. სოციალური მუშაკი ვალდებულია განუხრელად შეასრულოს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის დადგენილი, აუცილებლად შესასრულებელი მითითებები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 ივნ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2020

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
452456646545521261156492746
მითითებამნიშვნელობით ახლოსსოციალური მუშაობის შეს…შრომის უსაფრთხოების შე…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს შრომის კოდ…ბავშვის უფლებათა კოდექ…საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა