პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 26. ავტორიზაცია

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ავტორიზაციის შედეგად იურიდიული პირი მოიპოვებს კოლეჯის სტატუსს და უფლებამოსილია გასცეს: ა) სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი; ბ) სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი პროფესიული მომზადების პროგრამისთვის ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის, რომელსაც იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული.

2.კოლეჯების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) კოლეჯის მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; ბ) საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) პროფესიულ სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; დ) ადამიანურ რესურსებს; ე) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.

3.კოლეჯი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, აგრეთვე ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებიც მან ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატა.

4.კოლეჯი უფლებამოსილია დამატებითი ავტორიზაციის გარეშე განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ავტორიზაციის შედეგად იურიდიული პირი მოიპოვებს კოლეჯის სტატუსს და უფლებამოსილია გასცეს: ა) სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი; ბ) სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი პროფესიული მომზადების პროგრამისთვის ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის, რომელსაც იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული. 2. კოლეჯების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) კოლეჯის მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; ბ) საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) პროფესიულ სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; დ) ადამიანურ რესურსებს; ე) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს. 3. კოლეჯი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, აგრეთვე ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებიც მან ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატა. 4. კოლეჯი უფლებამოსილია დამატებითი ავტორიზაციის გარეშე განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3256¹56³56⁴137815143392326
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული განათლების …განათლების ხარისხის გა…ზოგადი განათლების შესა…უმაღლესი განათლების შე…ადრეული და სკოლამდელი …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა