საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 83. პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი (შემდგომ – სხდომათა დარბაზი) დაყოფილია ორ იარუსად. პირველ იარუსზე განთავსებულია პლენარული სხდომის სივრცე, ხოლო მეორე იარუსზე − ვიზიტორთა სივრცე.

2.სხდომათა დარბაზში სივრცეების სექტორებად დაყოფა წესრიგდება და სხდომათა დარბაზში პირთა დაშვების წესი განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

3.სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილი საქართველოს პრეზიდენტისთვის. სხდომათა დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის შესვლა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და საგანგებოდ ცხადდება.

4.პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებს პლენარული სხდომის სივრცეში გამოუყოფს შესაბამის სექტორებს. სექტორში ფრაქციის წევრებისთვის ადგილების მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია. უფრაქციო პარლამენტის წევრების სექტორში პარლამენტის წევრებისთვის ადგილების მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილებას უფრაქციო პარლამენტის წევრებთან კონსულტაციის საფუძველზე იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.

5.სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საქმიანი ან ეროვნული.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი (შემდგომ – სხდომათა დარბაზი) დაყოფილია ორ იარუსად. პირველ იარუსზე განთავსებულია პლენარული სხდომის სივრცე, ხოლო მეორე იარუსზე − ვიზიტორთა სივრცე. 2. სხდომათა დარბაზში სივრცეების სექტორებად დაყოფა წესრიგდება და სხდომათა დარბაზში პირთა დაშვების წესი განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 3. სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილი საქართველოს პრეზიდენტისთვის. სხდომათა დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის შესვლა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და საგანგებოდ ცხადდება. 4. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებს პლენარული სხდომის სივრცეში გამოუყოფს შესაბამის სექტორებს. სექტორში ფრაქციის წევრებისთვის ადგილების მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია. უფრაქციო პარლამენტის წევრების სექტორში პარლამენტის წევრებისთვის ადგილების მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილებას უფრაქციო პარლამენტის წევრებთან კონსულტაციის საფუძველზე იღებს პარლამენტის თავმჯდომარე. 5. სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საქმიანი ან ეროვნული.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
413744616707612912229848615283
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…საპარლამენტო ფრაქციის …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა