Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებმუხლი 44

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

მუხლი 44. საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში შენობა-ნაგებობების და დანადგარების განთავსება ან/და სხვა სახით სარგებლობა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025
თემები:ღონისძიებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში განთავსებული სხვადასხვა სახის მომსახურებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების (მათ შორის, დროებითი) ან/და დანადგარების მიმართ, რომელთა განთავსებაც ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით.

2.საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში ჯიხურების, დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების, ასევე მათი ინვენტარის განთავსება დასაშვებია, თუ განთავსების ადგილზე: ა) ტროტუარის სიგანე არ არის 3 მეტრზე ნაკლები; ბ) ტროტუარზე დარჩება ბუნებრივი (ხე-ნარგავები, გაზონი) ან/და ხელოვნური (განათების ბოძი, შენობაში შესასვლელი კიბე, მცირე არქიტექტურული ფორმები და სხვა), წინაღობისაგან თავისუფალი, გასავლელი სიგანით მინიმუმ 1,8 მეტრი; გ) დაცული იქნება შენობება-ნაგებობებს შორის ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები.

3.მეორე პუნქტში მითითებული ობიექტების განთავსება დაუშვებელია: ა) გზის სავალ ნაწილზე; ბ) ქუჩის მიმდებარე გამწვანებულ ზოლზე, გაზონზე ან/და სხვა სახის გამწვანებულ ტერიტორიაზე; გ) მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან 10-მეტრიან რადიუსში; დ) მეტროსადგურის შესასვლელთან/ჩასასვლელთან 5-მეტრიან რადიუსში; ე) სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო, სანიაღვრე ან/და მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჭების სიახლოვეს 3-მეტრიან რადიუსში; ვ) ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან 3 მეტრის რადიუსში; ზ) გზაჯვარედინამდე 5 მეტრში; თ) შენობის ღიობამდე 3 მეტრში.

4.დაუშვებელია მეორე პუნქტში მითითებული ობიექტებიდან გრუნტის ზედაპირიდან მთელ სიმაღლეზე: ა) ობიექტის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების გადმოშვერა 0,3 მ-ზე მეტად; ბ) ფანჯრების ფრთების/დარაბების (ბოლომდე გაღებულ მდგომარეობაში), გადმოშვერა 0.6 მ-ზე მეტად.

5.საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში სარეკლამო, საინფორმციო ან/და მიწისზედა გადასასვლელი ნაგებობის განთავსება დასაშვებია, თუ განთავსების ადგილზე: ა) ტროტუარის სიგანე არ არის 3 მეტრზე ნაკლები; ბ) ტროტუარზე დარჩება ბუნებრივი (ხე-ნარგავები, გაზონი) ან/და ხელოვნური (განათების ბოძი, შენობაში შესასვლელი კიბე, მცირე არქიტექტურული ფორმები და სხვა) წინაღობისაგან თავისუფალი, გასავლელი სიგანით მინიმუმ 1,8 მეტრი;

6.მეხუთე პუნქტში მითითებული ობიექტების განთავსება დაუშვებელია: ა) ქუჩის მიმდებარე გამწვანებულ ზოლზე, გაზონზე ან/და სხვა სახის გამწვანებულ ტერიტორიაზე; ბ) სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო, სანიაღვრე ან/და მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჭების სიახლოვეს 3-მეტრიან რადიუსში; გ) გზაჯვარედინამდე 10 მეტრში; დ) შენობის ღიობამდე 5 მეტრში.

7.დაუშვებელია მეხუთე პუნქტში მითითებული ნაგებობების ნაწილების გრუნტის ზედაპირიდან: ა) 4,5 მ-მდე სიმაღლეზე ტროტუარის მხარეს 0,5 მ-ზე მეტად გადმოშვერა; ბ) 4,5 მ-მდე სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილის მხარეს 0,3 მ-ზე მეტად გადმოშვერა; გ) ნაგებობის მთელ სიმაღლეზე ნებისმიერი მიმართულებით 0,3 მ-ზე მეტად გადმოშვერა, როდესაც საზოგადოებრივი სივრცე არ აღემატება 3,0 მეტრს და გამოიყენება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობისათვის.

8.საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში ღია კაფის მოწყობის მიზნით ინვენტარის ან/და სხვა სახის კონსტრუქცია-დანადგარების განთავსების შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის მეორე და მესამე პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.

9.მერვე პუნქტის მიზნებისთვის გამოყენებული ინვენტარი ან/და სხვა სახის კონსტრუქცია-დანადგარები უნდა იყოს მსუბუქი, უსაძირკვლო კონსტრუქციის მქონე.

წინა მუხლი 43შემდეგი მუხლი 45

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დროებითი ნაგებობის განთავსების ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-18 · №4

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 85შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შენობა-ნაგებობისა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველყოფა
  • 92სამშენებლოდ განკუთვნილ ფუნქციურ ქვეზონაში შენობა-ნაგებობის განთავსება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 31სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

  • 9—

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 32სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები

წიაღის შესახებ

  • 45მოთხოვნები წიაღში ნარჩენების განთავსებისა და ჩამდინარე წყლების ჩაშვებისადმი

საზღვაო კოდექსი

  • 11—

გარემოს დაცვის შესახებ

  • 34ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

  • 9უპირატესობა და შეზღუდვა სახელმწიფო მიწის იჯარით აღებისას

კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ

  • 8მეორე ზონა

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 8რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დაცვითი ზონების დადგენა

პოლიციის შესახებ

  • 27ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9311198453427832859244
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სივრცის და…საგზაო მოძრაობის უსაფრ…შეკრებებისა და მანიფეს…სამოქალაქო უსაფრთხოები…წიაღის შესახებსაზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 18 დეკ. 2025