საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 31. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულაზე, ხოლო თუ ის არ არის – სავალი ნაწილის ნაპირთან. გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგების გარეშე, და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა (3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილის ცალმხრივმოძრაობიანი გზის მარცხენა მხარეს დგომა შეიძლება მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს).

2.სატრანსპორტო საშუალების დაყენება ნებადართულია ერთ რიგად სავალი ნაწილის ნაპირის პარალელურად, იმ ადგილის (სავალი ნაწილის ადგილობრივი გაფართოება) გარდა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელით ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების ორ რიგად დაყენებაც. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედისათვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს.

2¹.ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების დგომის/გაჩერების წესებს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

3.დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენება, ღამის გასათევად და სხვა ამგვარი მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ მოედნებზე ან გზის ფარგლებს მიღმა.

4.გაჩერება აკრძალულია: ა) ტრამვაისა და რკინიგზის ლიანდაგებთან ახლოს, თუ ეს დაბრკოლებას უქმნის ტრამვაისა და მატარებლის მოძრაობას; ბ) რკინიგზის გადასასვლელზე, გვირაბში, აგრეთვე ესტაკადაზე, ხიდზე, გზაგამტარზე (თუ მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის სამ ზოლზე ნაკლებია) და მათ ქვეშ; გ) იმ ადგილას, სადაც მონიშვნის უწყვეტ ხაზსა (სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი მონიშვნის გარდა) და გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლებია; დ) ქვეითთა გადასასვლელზე და მის წინ, 5 მეტრზე ახლოს; ე) სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურცული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე და გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირიდან 5 მეტრზე ახლოს, იმ შემთხვევების გარდა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია; ზ) სადგომი მოედნიდან, ხოლო როცა ის არ არის – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას; თ) იმ ადგილას, სადაც სატრანსპორტო საშუალება ეფარება შუქნიშნის სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს, ან შეუძლებელია სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა (შესვლა ან გამოსვლა), ან აბრკოლებს ქვეითის მოძრაობას.

5.დგომა აკრძალულია: ა) იმ ადგილას, სადაც აკრძალულია გაჩერება; ბ) დაუსახლებელ პუნქტში 2.1 ნიშნით აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელიდან 50 მეტრზე ახლოს.

6.იმ ადგილას, სადაც იძულებითი გაჩერებისას გაჩერება აკრძალულია, მძღოლი იღებს ყველა შესაძლო ზომას სატრანსპორტო საშუალების ამ ადგილიდან გასაყვანად.

7.აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება, თუ ეს დაბრკოლებას უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.

8.მძღოლს შეუძლია გადმოვიდეს სატრანსპორტო საშუალებიდან, თუ წინასწარ მიიღებს სატრანსპორტო საშუალების თვითნებური მოძრაობის, ან სხვა პირის მიერ მისი გამოყენების გამომრიცხავ ზომებს. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №957 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.331

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულაზე, ხოლო თუ ის არ არის – სავალი ნაწილის ნაპირთან. გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგების გარეშე, და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა (3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილის ცალმხრივმოძრაობიანი გზის მარცხენა მხარეს დგომა შეიძლება მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს). 2. სატრანსპორტო საშუალების დაყენება ნებადართულია ერთ რიგად სავალი ნაწილის ნაპირის პარალელურად, იმ ადგილის (სავალი ნაწილის ადგილობრივი გაფართოება) გარდა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელით ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების ორ რიგად დაყენებაც. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედისათვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს. 2 1 . ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების დგომის/გაჩერების წესებს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. 3. დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენება, ღამის გასათევად და სხვა ამგვარი მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ მოედნებზე ან გზის ფარგლებს მიღმა. 4. გაჩერება აკრძალულია: ა) ტრამვაისა და რკინიგზის ლიანდაგებთან ახლოს, თუ ეს დაბრკოლებას უქმნის ტრამვაისა და მატარებლის მოძრაობას; ბ) რკინიგზის გადასასვლელზე, გვირაბში, აგრეთვე ესტაკადაზე, ხიდზე, გზაგამტარზე (თუ მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის სამ ზოლზე ნაკლებია) და მათ ქვეშ; გ) იმ ადგილას, სადაც მონიშვნის უწყვეტ ხაზსა (სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი მონიშვნის გარდა) და გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლებია; დ) ქვეითთა გადასასვლელზე და მის წინ, 5 მეტრზე ახლოს; ე) სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურცული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე და გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირიდან 5 მეტრზე ახლოს, იმ შემთხვევების გარდა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია; ზ) სადგომი მოედნიდან, ხოლო როცა ის არ არის – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას; თ) იმ ადგილას, სადაც სატრანსპორტო საშუალება ეფარება შუქნიშნის სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს, ან შეუძლებელია სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა (შესვლა ან გამოსვლა), ან აბრკოლებს ქვეითის მოძრაობას. 5. დგომა აკრძალულია: ა) იმ ადგილას, სადაც აკრძალულია გაჩერება; ბ) დაუსახლებელ პუნქტში 2.1 ნიშნით აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელიდან 50 მეტრზე ახლოს. 6. იმ ადგილას, სადაც იძულებითი გაჩერებისას გაჩერება აკრძალულია, მძღოლი იღებს ყველა შესაძლო ზომას სატრანსპორტო საშუალების ამ ადგილიდან გასაყვანად. 7. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება, თუ ეს დაბრკოლებას უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. 8. მძღოლს შეუძლია გადმოვიდეს სატრანსპორტო საშუალებიდან, თუ წინასწარ მიიღებს სატრანსპორტო საშუალების თვითნებური მოძრაობის, ან სხვა პირის მიერ მისი გამოყენების გამომრიცხავ ზომებს. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №957 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.331

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 13 იან. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 3 იან. 2014
  2. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    31-ე მუხლს დაემატა 2¹ პუნქტი, რომლითაც ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების დგომისა და გაჩერების წესების განსაზღვრა მიენიჭა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28250161537414027 (დ…28 (დ…29 (დ…18 (დ…44 (დ…931
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს გარემოს და…საავტომობილო გზების შე…სახელმწიფო საზღვრის რე…ტერიტორიების გამოყენებ…