საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 101. საქონლის გაშვება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები სრულად არის დაცული, საქონელი გაიშვება დაუყოვნებლივ, საბაჟო დეკლარაციის შემოწმების დასრულებისთანავე, ხოლო თუ საბაჟო დეკლარაცია არ მოწმდება − ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქონელი გაიშვება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმება გონივრულ ვადაში ვერ სრულდება და მისი შემოწმების მიზნისთვის საქონლის წარდგენის ადგილზე ყოფნა აღარ მოითხოვება.

3.ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ყველა საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა იმ შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო ორგანო.

4.თუ ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია საქონლის რამდენიმე სახეობა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნისთვის საქონლის თითოეული სახეობის შესახებ მონაცემები ცალ-ცალკე დეკლარირებულად მიიჩნევა.

5.თუ საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა გარანტიის წარდგენას ითვალისწინებს, ამ საბაჟო პროცედურაში მოსაქცევი საქონლის გაშვება დასაშვებია შესაბამისი გარანტიის წარდგენის შემდეგ. თავი XV. საქონლის განკარგვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები სრულად არის დაცული, საქონელი გაიშვება დაუყოვნებლივ, საბაჟო დეკლარაციის შემოწმების დასრულებისთანავე, ხოლო თუ საბაჟო დეკლარაცია არ მოწმდება − ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქონელი გაიშვება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმება გონივრულ ვადაში ვერ სრულდება და მისი შემოწმების მიზნისთვის საქონლის წარდგენის ადგილზე ყოფნა აღარ მოითხოვება. 3. ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ყველა საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა იმ შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო ორგანო. 4. თუ ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია საქონლის რამდენიმე სახეობა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნისთვის საქონლის თითოეული სახეობის შესახებ მონაცემები ცალ-ცალკე დეკლარირებულად მიიჩნევა. 5. თუ საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა გარანტიის წარდგენას ითვალისწინებს, ამ საბაჟო პროცედურაში მოსაქცევი საქონლის გაშვება დასაშვებია შესაბამისი გარანტიის წარდგენის შემდეგ. თავი XV. საქონლის განკარგვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2548596160309194101
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა