საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 139. საქონლის დროებით შემოტანის ვადები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დეკლარანტი განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონელი უნდა მოექცეს სხვა საბაჟო პროცედურაში ან უნდა განხორციელდეს მისი რეექსპორტი.

2.თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთი ავტორიზაციის მფლობელმა საქონელი დროებით შემოტანის პროცედურაში შეიძლება მოაქციოს არაუმეტეს 3 წლისა. თუ ერთი ავტორიზაციის მფლობელი დროებით შემოტანის პროცედურას საქონლის სხვა სპეციალურ პროცედურაში მოქცევით ასრულებს და შემდეგ ეს საქონელი ისევ ექცევა დროებით შემოტანის პროცედურაში, დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის ჯამური ვადა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

3.განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ავტორიზაციის მფლობელის მოტივირებული განცხადების საფუძველზე გაზარდოს დეკლარანტის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული ვადა ან/და ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ვადა.

4.დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დეკლარანტი განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონელი უნდა მოექცეს სხვა საბაჟო პროცედურაში ან უნდა განხორციელდეს მისი რეექსპორტი. 2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთი ავტორიზაციის მფლობელმა საქონელი დროებით შემოტანის პროცედურაში შეიძლება მოაქციოს არაუმეტეს 3 წლისა. თუ ერთი ავტორიზაციის მფლობელი დროებით შემოტანის პროცედურას საქონლის სხვა სპეციალურ პროცედურაში მოქცევით ასრულებს და შემდეგ ეს საქონელი ისევ ექცევა დროებით შემოტანის პროცედურაში, დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის ჯამური ვადა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს. 3. განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ავტორიზაციის მფლობელის მოტივირებული განცხადების საფუძველზე გაზარდოს დეკლარანტის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული ვადა ან/და ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ვადა. 4. დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4686210571² (დ…78138146762139
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…ინტელექტუალურ საკუთრებ…სამშენებლო პროდუქტების…მომხმარებლის უფლებების…რადიაციული დაცვის, ბირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა