Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 163

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 163. საბაჟო სამართალდარღვევა. პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:საბაჟო და სასაზღვრო დანაშაულებიტრანსპორტისაგადასახადო შესაბამისობასაბაჟო და აქციზიდაბინძურების კონტროლისანქციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:2345678910111212¹131415161717¹18

1.საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

2.საბაჟო სანქცია არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა.

3.საბაჟო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, ჯარიმის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით.

4.საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.

5.თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.

6.ერთი და იმავე საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს.

7.რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.

8.პირს ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მას აღნიშნული ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

9.საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევები ჩადენილია ერთსა და იმავე დღეს.

10.საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის საბაჟო სანქციის შეფარდებისას ან დავაზე გადაწყვეტილების მიღებისას, თუ: ა) კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობის ზომა, ამ სამართალდარღვევისთვის გამოიყენება მოქმედი კანონი; ბ) კანონით შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობის ზომა, ამ სამართალდარღვევისთვის გამოიყენება შესაბამისი ქმედების ჩადენის მომენტისთვის მოქმედი კანონი; გ) საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენიდან ამ ქმედებისთვის საბაჟო სანქციის შეფარდებამდე ან დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობის ზომა რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომა.

11.საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

12.პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ ეს საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით.

12¹.პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელმა საბაჟო ორგანოს წარუდგინა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

13.პირს საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ: ა) საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილება შეტანილ იქნა ამ კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად; ბ) საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის (გარდა მალულად გადაადგილებული საქონლისა, ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საქონლისა და ამავე კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს არ აჭარბებს და დეკლარირებული საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს არ აღემატება; გ) ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა საქონლის გაშვებამდე გამოვლინდა.

14.ამ კოდექსის შესაბამისად საქონლის განკარგვის ღონისძიებების განხორციელებისას პირს ამ კოდექსის 165-ე, 167-ე (გარდა მე-2 ნაწილისა) და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება, ხოლო დაკისრებული ჯარიმა აღსრულებულად ჩაითვლება.

15.ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ან ამავე კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

16.საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ეს ვადა არ გამოიყენება ამ კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

17.ამ მუხლის მე-16 ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

17¹.ამ კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამავე კოდექსით განსაზღვრული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება და იგი განახლდება საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოსთვის ჩაბარების დღიდან.

18.შეფარდებული საბაჟო სანქციის გადახდევინების უზრუნველსაყოფად გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

რედაქციების შედარება

1.საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. 2. საბაჟო სანქცია არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა. 3. საბაჟო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, ჯარიმის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით. 4. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს. 5. თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ. 6. ერთი და იმავე საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს. 7. რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას. 8. პირსსაბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა იმპირს შემთხვევაშიარ დაეკისრება,შეიძლება დაეკისროს, თუ მასამ აღნიშნულისაბაჟო ქმედებისთვისსამართალდარღვევის საქართველოსშემადგენელი კანონმდებლობისქმედება შესაბამისადიწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არპასუხისმგებლობის დაეკისრა.დაკისრებას. 9. საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევები ჩადენილია ერთსა და იმავე დღეს. 10. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის საბაჟო სანქციის შეფარდებისას ან დავაზე გადაწყვეტილების მიღებისას, თუ: ა) კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობის ზომა, ამ სამართალდარღვევისთვის გამოიყენება მოქმედი კანონი; ბ) კანონით შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობის ზომა, ამ სამართალდარღვევისთვის გამოიყენება შესაბამისი ქმედების ჩადენის მომენტისთვის მოქმედი კანონი; გ) საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენიდან ამ ქმედებისთვის საბაჟო სანქციის შეფარდებამდე ან დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობის ზომა რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომა. 11. საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით. 12. პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ ეს საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით. 12 1 . პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელმა საბაჟო ორგანოს წარუდგინა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 13. პირს საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება,ეკისრება, თუ: ა) საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილება შეტანილ იქნა ამ კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილისდა მე-3 ნაწილების შესაბამისად; ბ) საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის (გარდა მალულად გადაადგილებული საქონლისა, ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საქონლისა და ამავეამ კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საბაჟო ღირებულება არ აჭარბებს 15 000 ლარს არდა აჭარბებსარ დააღემატება დეკლარირებული საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს არ აღემატება;პროცენტს; გ) ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა საქონლისგამოვლინდა გაშვებამდესაქონლის გამოვლინდა.გაშვებამდე. 14. ამ კოდექსის შესაბამისად საქონლის განკარგვის ღონისძიებების განხორციელებისას პირს ამ კოდექსის 165-ე, 167-ე (გარდა მე-2 ნაწილისა) და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება, ხოლო დაკისრებული ჯარიმა აღსრულებულად ჩაითვლება. 15. ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ან ამავე კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. 16. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ეს ვადა არ გამოიყენება ამ კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 17. ამ მუხლის მე-16 ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან. 17 1 . ამ კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამავე კოდექსით განსაზღვრული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება და იგი განახლდება საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოსთვის ჩაბარების დღიდან. 18. შეფარდებული საბაჟო სანქციის გადახდევინების უზრუნველსაყოფად გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 18 აპრ. 2023
წინა მუხლი 162შემდეგი მუხლი 164

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დაცვა კონტრაბანდის გადატანის ბრალდებისას5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბაჟო წესების დარღვევა (მუხლი 214) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბაჟოო პარტიოს თავიდან ასაცილებელი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბაჟო საჩივრები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-04-18
2
რედაქცია
13
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 141მუხლი 164მუხლი 165მუხლი 167მუხლი 168მუხლი 169მუხლი 171მუხლი 172მუხლი 173მუხლი 177მუხლი 178მუხლი 70მუხლი 90

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საგადა… 100საქართველოს საგადა… 309

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 164საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
  • 62საბაჟო ვალდებულების შესრულება
  • 49საბაჟო ვალდებულება, რომელიც წარმოიშობა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისას

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 269საგადასახადო სამართალდარღვევა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები
  • 270საგადასახადო სანქცია
  • 63ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 194საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონაში უკანონო საწარმოო ან სხვა საქმიანობა
  • 16ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა პირთა პასუხისმგებლობა, რომლებზედაც ვრცელდება სპეციალური დისციპლინური ნორმების მოქმედება

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

  • 58პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 679გამგზავნის მიერ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 17პასუხისმგებლობის ზოგადი საფუძვლები

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 63პასუხისმგებლობის საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1003091641411651671681691711721731771787090163
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025