Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 114¹³

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 114¹³. სალოცმანო სამსახურის საქმიანობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

რედაქცია №639 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:საზღვაო უსაფრთხოებასაერთაშორისო საზღვაოდაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.სალოცმანო მომსახურების გაწევისას მომხდარი საზღვაო ინციდენტის შესახებ ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის მიუწოდებლობა − გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2.სალოცმანო მომსახურების გაწევისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო ვარგისობისა და მათი პარამეტრების შემოწმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

4.ლოცმანის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და სათანადო ხელსაწყოების გამოყენების გარეშე განხორციელება − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

5.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

6.ლოცმანის მიერ ნარკოლოგიური შემოწმების ან ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენი შემოწმების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

7.სალოცმანო კატარღის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

8.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სალოცმანო სამსახურის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

9.მობუქსირე/საბუქსირო გემთან მუშაობის წესის დარღვევა − გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

10.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ლოცმანის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

წინა მუხლი 114¹²შემდეგი მუხლი 114¹⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო საზღვაო კონვენციები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვაო უსაფრთხოების შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სალვაჟი და ბუქსირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვაო სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №639

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 290

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 114³საზღვაო უსაფრთხოების წესებისა და საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა
  • 114⁶სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა
  • 114⁷სანავსადგურე ობიექტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა

საზღვაო კოდექსი

  • 87—
  • 92—

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 66მეზღვაურთა სერტიფიცირების წესების დარღვევა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 178საბაჟო ორგანოსთვის ინფორმაციის წარუდგენლობა
  • 176სანებართვო პირობების შეუსრულებლობა
  • 174სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 23ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 29მეზღვაურის შრომის პირობების დარღვევა

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 25პასუხისმგებლობის ზომები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25290114³114⁶114⁷8792662317817617429114¹³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს საბაჟო კოდ…შრომის უსაფრთხოების შე…მეზღვაურთა შრომის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026