საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 184. სასწავლო აღჭურვილობის, საგანმანათლებლო ნივთისა და საყოფაცხოვრებო ნივთის შემოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სწავლის მიზნით დასარჩენად შემომსვლელი მოსწავლის ან სტუდენტის მიერ სასწავლო პერიოდში პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი იმ სასწავლო აღჭურვილობის, საგანმანათლებლო ნივთის ან საყოფაცხოვრებო ნივთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, რომელიც მოსწავლის ან სტუდენტის საცხოვრებელი ადგილის ჩვეულებრივი ატრიბუტიკაა და მას ეკუთვნის, თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის: ა) „მოსწავლე ან სტუდენტი“ არის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასწრებულ განყოფილებაზე რეგისტრირებული ნებისმიერი პირი; ბ) „სასწავლო აღჭურვილობა“ არის ტანსაცმელი ან საყოფაცხოვრებო დანიშნულების თეთრეული, განურჩევლად იმისა, ის ახალია თუ არა; გ) „საგანმანათლებლო ნივთი“ არის ნივთი ან ხელსაწყო (მათ შორის, კალკულატორი და საბეჭდი მანქანა), რომელსაც მოსწავლე ან სტუდენტი, როგორც წესი, სასწავლო მიზნით იყენებს.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სწავლის მიზნით დასარჩენად შემომსვლელი მოსწავლის ან სტუდენტის მიერ სასწავლო პერიოდში პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი იმ სასწავლო აღჭურვილობის, საგანმანათლებლო ნივთის ან საყოფაცხოვრებო ნივთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, რომელიც მოსწავლის ან სტუდენტის საცხოვრებელი ადგილის ჩვეულებრივი ატრიბუტიკაა და მას ეკუთვნის, თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის: ა) „მოსწავლე ან სტუდენტი“ არის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასწრებულ განყოფილებაზე რეგისტრირებული ნებისმიერი პირი; ბ) „სასწავლო აღჭურვილობა“ არის ტანსაცმელი ან საყოფაცხოვრებო დანიშნულების თეთრეული, განურჩევლად იმისა, ის ახალია თუ არა; გ) „საგანმანათლებლო ნივთი“ არის ნივთი ან ხელსაწყო (მათ შორის, კალკულატორი და საბეჭდი მანქანა), რომელსაც მოსწავლე ან სტუდენტი, როგორც წესი, სასწავლო მიზნით იყენებს. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
164¹1998275⁴ (…1 (და…1² (დ…19819118731116184
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…სამშენებლო პროდუქტების…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა