Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 198

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 198. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:იმპორტის ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (შემდგომ − უსინათლო პირი) განათლებისთვის ან სამეცნიერო ან კულტურული განვითარებისთვის სპეციალურად დამზადებული საქონლის შემოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან, თუ ის შემოტანილია: ა) უსინათლო პირის მიერ პირადი მოხმარებისთვის; ბ) იმ დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ, რომელიც უსინათლო პირს განათლებას აძლევს ან დახმარებას უწევს.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმავე ნაწილით გათვალისწინებული საქონლისთვის განკუთვნილ სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე, აღნიშნული საქონლის ტექნიკური მომსახურებისთვის, კონტროლისთვის, დაკალიბრებისთვის ან შეკეთებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, თუ ის შემოიტანება იმ საქონელთან ერთად, რომლისთვისაც განკუთვნილია, ან თუ ის მოგვიანებით შემოიტანება და იდენტიფიცირდება, როგორც მანამდე შეღავათით შემოტანილი საქონლისთვის განკუთვნილი ან იმ საქონლისთვის განკუთვნილი, რომელიც სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე ან ინსტრუმენტზე შეღავათის მოთხოვნის მომენტში შესაძლებელია გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან.

3.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, გარდა უსინათლო პირისა, განათლებისთვის, მისთვის სამუშაო პირობების შექმნისთვის ან მისი სოციალური ადაპტაციისთვის სპეციალურად დამზადებული საქონელი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან, თუ ის შემოტანილია: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ პირადი მოხმარებისთვის; ბ) იმ დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ, რომლის ძირითადი საქმიანობაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განათლების მიცემა ან დახმარების გაწევა.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმავე ნაწილით გათვალისწინებული საქონლისთვის განკუთვნილ სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე, აღნიშნული საქონლის ტექნიკური მომსახურებისთვის, კონტროლისთვის, დაკალიბრებისთვის ან შეკეთებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, თუ ის შემოიტანება იმ საქონელთან ერთად, რომლისთვისაც განკუთვნილია, ან თუ ის მოგვიანებით შემოიტანება და იდენტიფიცირდება, როგორც მანამდე შეღავათით შემოტანილი საქონლისთვის განკუთვნილი ან იმ საქონლისთვის განკუთვნილი, რომელიც სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე, აქსესუარზე ან ინსტრუმენტზე შეღავათის მოთხოვნის მომენტში შესაძლებელია გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან.

5.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საქონელზე არ გაავრცელოს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, თუ დადგინდა, რომ აღნიშნული საქონლის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება საქართველოს სამრეწველო ინტერესებს წარმოების კონკრეტულ სექტორში ზიანს მიაყენებს.

6.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი უსინათლო პირის ან სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილ ნივთზე ვრცელდება, თუ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს პირი მიჩნეული იქნება ასეთი შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე უსინათლო პირად ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად.

7.დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე შეღავათით შემოტანილი საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა.

8.თუ ხდება ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათებით მოსარგებლე პირისთვის, დაწესებულებისთვის ან ორგანიზაციისთვის, ეს შეღავათები ძალაში რჩება, თუ მიმღები პირი, დაწესებულება ან ორგანიზაცია ამ საქონელს იმ მიზნით იყენებს, რომელიც აღნიშნული შეღავათებით სარგებლობის უფლებას იძლევა. სხვა შემთხვევაში ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით წინასწარ გადახდის ვალდებულების წარმოშობას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება აღნიშნული საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი.

9.ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეღავათით მოსარგებლე დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ შემოტანილი საქონელი შესაძლებელია ამ დაწესებულებამ ან ორგანიზაციამ არასამეწარმეო მიზნით, შესაბამისი იმპორტის გადასახადის გადახდის გარეშე გააქირაოს, ათხოვოს ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადასცეს იმ უსინათლო პირს ან სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელთანაც მისი საქმიანობაა დაკავშირებული.

10.დაუშვებელია საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის ამავე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, თხოვება ან გადაცემა.

11.თუ ხდება ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე პირისთვის, დაწესებულებისთვის ან ორგანიზაციისთვის, ეს შეღავათი ძალაში რჩება, თუ მიმღები პირი, დაწესებულება ან ორგანიზაცია ამ საქონელს იმ მიზნით იყენებს, რომელიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას იძლევა. სხვა შემთხვევაში ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით წინასწარ გადახდის ვალდებულების წარმოშობას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება აღნიშნული საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი.

12.ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობის შესრულებას ან რომელსაც განზრახული აქვს, შეღავათით შემოტანილი საქონელი ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით გამოიყენოს, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს საბაჟო ორგანოს.

13.იმ დაწესებულების ან ორგანიზაციის მფლობელობაში დარჩენილი საქონელი, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობის შესრულებას, ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული პირობის შესრულების შეწყვეტის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე.

14.შეღავათით მოსარგებლე დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით გამოყენებული საქონელი ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს საქონლის სხვა დანიშნულებით გამოყენების დაწყების მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე.

წინა მუხლი 197შემდეგი მუხლი 199

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საიმპორტო ნებართვები და ლიცენზიებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 197სახელმწიფო ორგანოს, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ საქონლის შემოტანა
  • 199კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული პირის დასახმარებლად საქონლის შემოტანა
  • 184სასწავლო აღჭურვილობის, საგანმანათლებლო ნივთისა და საყოფაცხოვრებო ნივთის შემოტანა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 199გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 173საქონლის იმპორტის დღგ-ისგან გათავისუფლება
  • 82გადასახადისაგან გათავისუფლება

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 34შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 30სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტი (ექსპორტი)

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 10პროდუქტთან დაკავშირებით გადასახდელებისა და სუბსიდიების დადგენა და შეზღუდვების შემოღება

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

  • 5საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 8განათლება
  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19917382301051971991848234198
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…დასაქმების ხელშეწყობის…ნარკოტიკული საშუალებებ…ნარჩენების მართვის კოდ…მაღალმთიანი რეგიონების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025