საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 183. მემკვიდრეობით მიღებული პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირის მიერ მემკვიდრეობით მიღებული პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის „პირადი საკუთრება“ არის გარდაცვლილი პირის ნებისმიერი ქონება, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება: ა) ალკოჰოლიან ნაწარმზე; ბ) თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე; გ) სამეწარმეო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებაზე; დ) ნივთზე, რომელიც საჭიროა ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად, გარდა გამოყენებითი და ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის განკუთვნილი პორტატიული ინსტრუმენტისა, რომელსაც გარდაცვლილი პირი საკუთარ ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად იყენებდა; ე) ნედლეულის მარაგზე, მზა ნაწარმსა და ნახევარფაბრიკატზე; ვ) სასოფლო-სამეურნეო ცხოველსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მარაგზე, რომლის ოდენობა ჩვეულებრივი საოჯახო საჭიროების დასაკმაყოფილებლად საჭირო ოდენობას აღემატება.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ პირად საკუთრებაზე, რომელიც პირმა თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოიტანა მის მიერ ამ საკუთრებაზე უფლების მიღების მომენტიდან (მემკვიდრეობის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მომენტიდან) არაუგვიანეს 2 წლისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გაზარდოს აღნიშნული ვადა.

5.პირადი საკუთრება შეიძლება შემოტანილ იქნეს რამდენიმე სასაქონლო პარტიად ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში.

6.ეს მუხლი შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ მემკვიდრეობით მიღებული პირადი საკუთრების შემოტანისას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირის მიერ მემკვიდრეობით მიღებული პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის „პირადი საკუთრება“ არის გარდაცვლილი პირის ნებისმიერი ქონება, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება: ა) ალკოჰოლიან ნაწარმზე; ბ) თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე; გ) სამეწარმეო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებაზე; დ) ნივთზე, რომელიც საჭიროა ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად, გარდა გამოყენებითი და ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის განკუთვნილი პორტატიული ინსტრუმენტისა, რომელსაც გარდაცვლილი პირი საკუთარ ხელობასთან ან პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად იყენებდა; ე) ნედლეულის მარაგზე, მზა ნაწარმსა და ნახევარფაბრიკატზე; ვ) სასოფლო-სამეურნეო ცხოველსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მარაგზე, რომლის ოდენობა ჩვეულებრივი საოჯახო საჭიროების დასაკმაყოფილებლად საჭირო ოდენობას აღემატება. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ პირად საკუთრებაზე, რომელიც პირმა თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოიტანა მის მიერ ამ საკუთრებაზე უფლების მიღების მომენტიდან (მემკვიდრეობის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მომენტიდან) არაუგვიანეს 2 წლისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გაზარდოს აღნიშნული ვადა. 5. პირადი საკუთრება შეიძლება შემოტანილ იქნეს რამდენიმე სასაქონლო პარტიად ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში. 6. ეს მუხლი შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ მემკვიდრეობით მიღებული პირადი საკუთრების შემოტანისას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
948219924²111¹⁵…81913180181186182183
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…ნარკოტიკული საშუალებებ…საქართველოს ტერიტორიაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა