საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 189. უცხო ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლის მიერ სათესლე მასალის, სასუქის და სხვა საშუალების საქართველოში მდებარე მეურნეობაში გამოსაყენებლად შემოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება საქართველოში მდებარე, უცხო ქვეყნის უშუალოდ მომიჯნავე საკუთრებაში (მეურნეობაში) გამოსაყენებლად განკუთვნილი სათესლე მასალის, ნიადაგისა და მოსავლის დასამუშავებელი სასუქისა და სხვა საშუალების შემოტანა, თუ ამ მეურნეობას მართავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი, რომლის ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილი უცხო ქვეყანაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიაზე მდებარეობს.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება სათესლე მასალის, ნიადაგისა და მოსავლის დასამუშავებლად განკუთვნილი სასუქისა და სხვა საშუალების იმ რაოდენობაზე, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მეურნეობის საჭიროებისთვის.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ სათესლე მასალაზე, ნიადაგისა და მოსავლის დასამუშავებლად განკუთვნილ სასუქსა და სხვა საშუალებაზე, რომელიც პირდაპირ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უშუალოდ მწარმოებლის მიერ ან მისი დავალებით არის შემოტანილი.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული საქონელი შეიძლება ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2022 – 1 იან. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 28 დეკ. 2021 – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2021 – 28 დეკ. 2021 ტექსტი უცნობია

  4. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  5. 4 ივლ. 2019 – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91019917382111¹⁵…31 (დ…57¹5188187197189
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…თავისუფალი ინდუსტრიული…სურსათის/ცხოველის საკვ…მაღალმთიანი რეგიონების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა