Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 19 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 19 (დანართი 1). წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹7891011

1.დაინტერესებული პირი, წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით მიმართავს შემოსავლების სამსახურს დანართი №I-15-ით გათვალისწინებული ფორმით, რომელიც ივსება დანართი №I-15​ 1 -ით დადგენილი წესის შესაბამისად, განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით: ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსით და საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით; ბ) იმ მოსაკრებელთან დაკავშირებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს.

2.შემოსავლების სამსახური შეისწავლის პირის მიერ წარდგენილ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნას და უფლებამოსილია: ა) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მიუთითოს პირს ხარვეზის გამოსწორების თაობაზე; ბ) ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას უარი თქვას წინასწარი გადაწყვეტილების გაცემაზე.

3.ხარვეზის არსებობის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმომდგენის მოთხოვნით, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, გააგრძელოს აღნიშნული ვადა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად განსაზღვრული ვადით ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის ან/და მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.

4.შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე ან/და იმ პერიოდზე, რომლის შემოწმების მიზნითაც მას უკვე ჩაბარდა საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება/შეტყობინება ან რომელზედაც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; ბ) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ პერიოდზე, რომელიც უკვე შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ; გ) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე რომელიც უკვე შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხის შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ არ განხორციელებულა დამატებით თანხის დარიცხვა ან/და საგადასახადო სანქციის გამოყენება და პირი ითხოვს წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემას მომავალში განსახორციელებელ ოპერაციებზე; დ) საგადასახადო სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამო პირის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მის მიმართ მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება; ე) პირის მიერ მოთხოვნაში არსებული ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა; ვ) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა იმ საკითხზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლით; ზ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ან მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მოადგილის მოტივირებული გადაწყვეტილება.

5.წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა მისი განხილვისა და წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, ეგზავნება შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შექმნილ მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფს.

6.სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის განხილვისას. საჭიროების შემთხვევაში, მესამე პირისგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია. აღნიშნული ინფორმაციის/ დოკუმენტაციის წარმოდგენამდე ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.

6¹.წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემამდე, წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმომდგენი უფლებამოსილია, წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნაში ასახული ინფორმაციის დაზუსტების ან/და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით შეაჩეროს წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის განხილვა. ამ შემთხვევაში ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმომდგენის მიერ დაზუსტებული ინფორმაციის ან/და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.

7.წინასწარი გადაწყვეტილების პროექტი სამუშაო ჯგუფის მიერ წარედგინება შემოსავლების სამსახურის უფროსს, რის შემდგომაც შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა მინისტრს.

8.საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის შეთანხმების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსი ან მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მოადგილე, №I-16 დანართის შესაბამისად, გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას, რომელიც ეგზავნება წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარმდგენ პირს.

9.(ამოღებულია – 27.02.2014, №64) .

10.(ამოღებულია - 05.10.2020, №244) .

11.(ამოღებულია - 05.10.2020, №244) . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 მაისის ბრძანება №306 – ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №64 – ვებგვერდი, 28.02.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №244 - ვებგვერდი, 06.10.2020წ. დანართი I-15 (თან ერთვის დანართის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ. . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №64 – ვებგვერდი, 28.02.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 25 მარტის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 26.03.2025წ. დანართი I-15 1 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №64 – ვებგვერდი, 28.02.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 25 მარტის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 26.03.2025წ. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე მოთხოვნის შევსების წესი I.   მოთხოვნის წარმომდგენი წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე მოთხოვნის (შემდგომში - მოთხოვნა) წარმომდგენი არის ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, რომელსაც სურს, მის მიმართ გამოცემული იქნეს წინასწარი გადაწყვეტილება განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით: ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსით და საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების თაობაზე, ან/და ბ) იმ მოსაკრებელთან დაკავშირებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი ვალდებულებების თაობაზე, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ წინასწარი გადაწყვეტილება გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც ამ გრაფაშია მითითებული. II.   მოთხოვნის წარმომდგენის წარმომადგენელი მოთხოვნის წარმომდგენს შესაძლებელია ჰყავდეს უფლებამოსილი ან კანონიერი წარმომადგენელი. ასეთ შემთხვევაში, ამ გრაფაში უნდა მიეთითოს, წარმომადგენლის მონაცემები. ამავე დროს, თუ მოთხოვნა წარმოდგენილია წარმომადგენლის მიერ, მოთხოვნას უნდა დაერთოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. III.  განსახორციელებელი ან  განხორციელებული ოპერაციის შინაარსის და მასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დეტალური აღწერა ამ გრაფაში მიეთითება განსახორციელებელი ან  განხორციელებული კონკრეტული ოპერაციის  შინაარსი და წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტი და გარემოება. ფაქტები და გარემოებები წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონედ ითვლება, თუ რომელიმე მათგანის წარმოუდგენლობის ან არასრულად წარდგენის შემთხვევაში წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნაში განმცხადებლის მიერ დასმულ საკითხზე წინასწარი გადაწყვეტილება სხვა შინაარსით გამოიცემოდა. ფაქტობრივი გარემოებები ჩამოყალიბებული უნდა იყოს ნათლად, სრულად და სწორად. წინასწარი გადაწყვეტილება დაეყრდნობა მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც აღწერილია მოცემულ გრაფაში. IV.  განსახორციელებელ ან განხორციელებულ ოპერაციასთან მიმართებით დასმული კითხვები აღნიშნულ გრაფაში მიეთითება კითხვა ან კითხვები, რომელიც უკავშირდება განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსით და საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული ანგარიშგების წესის ან/და შესასრულებელი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრას, ასევე იმ მოსაკრებელთან დაკავშირებული კონკრეტული ანგარიშგების წესის ან/და შესასრულებელი ვალდებულების განსაზღვრას, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს. V. დასმულ კითხვებზე მოთხოვნის წარმომდგენის პოზიცია წინამდებარე გრაფაში მიეთითება მოთხოვნის წარმომდგენის პოზიცია დასმულ  კითხვასთან ან კითხვებთან დაკავშირებით და შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაცია. VI. თანდართული დოკუმენტების ნუსხა ამ გრაფაში მიეთითება იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც თან ერთვის წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნას. ამასთანავე, თუ მოთხოვნის წარმოდგენა ხორციელდება წარმომადგენლის მიერ, მას უნდა დაერთოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. VII.  ინფორმაცია წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე შესაძლო უარის თქმის საფუძვლის თაობაზე ამ გრაფაში მოცემული უჯრის მონიშვნით, მოთხოვნის წარმომდგენი მიუთითებს, რომ შესაძლოა არსებობდეს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველი. ასეთ შემთხვევაში, შესაბამის გრაფაში მითითებული უნდა იქნეს კონკრეტული გარემოებების შესახებ დეტალური ინფორმაცია. VIII. მოთხოვნის წარმომდგენი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა აღნიშნულ გრაფაში ხელს აწერს წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე მოთხოვნის  წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირი. ხელმოწერით მოთხოვნის წარმომდგენი (ან მისი წარმომადგენელი) ადასტურებს, რომ მოთხოვნაში სრულად და სწორად არის აღწერილი წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტი და გარემოება. დანართი №I-16 (თან ერთვის დანართის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 24 მაისის ბრძანება №306 – ვებგვერდი, 25.05.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 თებერვლის ბრძანება №63 – ვებგვერდი, 29.02.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება №64 – ვებგვერდი, 28.02.2014წ. საქართველოს  ფინანასთა მინისტრის 2019 წლის 13 ივნისის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 14.06.2019 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №348 - ვებგვერდი, 18.11.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №374 · ძალაშია 26 მარ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 18 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 20 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 47 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17² (დანართი 1)საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმა
  • 17¹ (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმა
  • 15¹ (დანართი 1)საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით გაგზავნის და საჯაროდ გავრცელების წესი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 47წინასწარი გადაწყვეტილება
  • 305გადაწყვეტილების გასაჩივრება
  • 299საგადასახადო დავის დაწყება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 114წინასწარი გადაწყვეტილების თაობაზე განცხადების წარდგენა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 16განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება
  • 22წინასწარი გადაწყვეტილება
  • 17განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გამოყენება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 262გადაწყვეტილების განმარტება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 101განმცხადებლის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის შემთხვევაში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1012624730529917² (…17¹ (…15¹ (…11416221719 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს სივრცის და…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026