საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 22. წინასწარი გადაწყვეტილება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გამოსცეს სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება. საბაჟო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის შესახებ განცხადება წარმოებაში არ მიიღება, თუ: ა) განცხადება წარდგენილია სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ან მისი სახელით, ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქონელზე ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ან მისი სახელით, ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქონელზე და მასში მითითებულია საქონლის წარმოშობის განსაზღვრისთვის საჭირო, ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული გარემოებები; ბ) განცხადებაში არ არის მითითებული, რომელი საბაჟო პროცედურისთვის გამოიყენება აღნიშნული გადაწყვეტილება.

2.სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება სასაქონლო კლასიფიკაციასთან ან საქონლის წარმოშობის განსაზღვრასთან დაკავშირებით: ა) საბაჟო ორგანოსთვის სავალდებულოა მხოლოდ იმ საქონელთან დაკავშირებით, რომლის მიმართაც ხორციელდება საბაჟო ფორმალობა აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ; ბ) წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელისთვის შესასრულებლად სავალდებულოა ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების თარიღიდან.

3.სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება მოქმედებს ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში.

4.ცალკეული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას წინასწარი გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველსაყოფად წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელმა უნდა დაადასტუროს, რომ: ა) სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების შემთხვევაში დეკლარირებული საქონელი სრულად შეესაბამება ამ გადაწყვეტილებაში აღწერილ საქონელს; ბ) საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების შემთხვევაში განსახილველი საქონელი და მისი წარმოშობის გარემოებები სრულად შეესაბამება ამ გადაწყვეტილებაში აღწერილ საქონელსა და გარემოებებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გამოსცეს სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება. საბაჟო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის შესახებ განცხადება წარმოებაში არ მიიღება, თუ: ა) განცხადება წარდგენილია სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ან მისი სახელით, ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქონელზე ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ან მისი სახელით, ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქონელზე და მასში მითითებულია საქონლის წარმოშობის განსაზღვრისთვის საჭირო, ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული გარემოებები; ბ) განცხადებაში არ არის მითითებული, რომელი საბაჟო პროცედურისთვის გამოიყენება აღნიშნული გადაწყვეტილება. 2. სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება სასაქონლო კლასიფიკაციასთან ან საქონლის წარმოშობის განსაზღვრასთან დაკავშირებით: ა) საბაჟო ორგანოსთვის სავალდებულოა მხოლოდ იმ საქონელთან დაკავშირებით, რომლის მიმართაც ხორციელდება საბაჟო ფორმალობა აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ; ბ) წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელისთვის შესასრულებლად სავალდებულოა ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების თარიღიდან. 3. სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება მოქმედებს ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში. 4. ცალკეული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას წინასწარი გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველსაყოფად წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელმა უნდა დაადასტუროს, რომ: ა) სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების შემთხვევაში დეკლარირებული საქონელი სრულად შეესაბამება ამ გადაწყვეტილებაში აღწერილ საქონელს; ბ) საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების შემთხვევაში განსახილველი საქონელი და მისი წარმოშობის გარემოებები სრულად შეესაბამება ამ გადაწყვეტილებაში აღწერილ საქონელსა და გარემოებებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47129¹6419 (დ…17 (დ…17² (…1141151³ (დ…16231722
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს სივრცის და…სამშენებლო პროდუქტების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა