საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 76. დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე უნდა მისცეს უფლება, წარდგენილ დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილება შეიტანოს.

2.დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ: ა) საბაჟო ორგანომ დროებით შენახვის დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ; ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა.

3.თუ დროებით შენახვის დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საბაჟო ორგანოს არ წარედგინა, მან ეს დეკლარაცია ბათილად უნდა ცნოს: ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე; ბ) ამ დეკლარაციის წარდგენიდან 30 დღის გასვლის შემდეგ.

4.დროებით შენახული საქონლის გადაადგილების, დროებით შენახვის დეკლარაციის წარდგენის, მასში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები, აგრეთვე საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №594992001-12-2515
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საბაჟო დეპარტამენტის მოთხოვნა იმპორტირებულ ნედლეულზე საბაჟო დავალიანების დაკისრების შესახებ

    საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი სააქციო საზოგადოებისგან იმპორტირებულ ნედლეულზე საბაჟო დავალიანების გადახდას მოითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადრინდელ პერიოდზე მოგვიანებით ამოქმედებული საბაჟო კოდექსი ვერ გავრცელდებოდა და ექსპორტირებული პროდუქციის დასამზადებლად შემოტანილ ნედლეულზე შესაბამისი შეღავათები უნდა გამოყენებულიყო. პალატამ გაითვალისწინა, რომ გადასახადის გადაუხდელობა ან საბანკო გარანტიის წარუდგენლობა თავად საბაჟო ორგანოს მიერ სხვა შეღავათის შეცდომით გავრცელებამ გამოიწვია. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დეპარტამენტის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • №3გ-ად-75-კ2000-07-0515
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საბაჟო დეპარტამენტის აქტის კანონიერება და საექსპორტო პროდუქციის ნედლეულზე საგადასახადო შეღავათის გავრცელება

    დავა ეხება საბაჟო დეპარტამენტის აქტის კანონიერებას და საექსპორტო პროდუქციისთვის შემოტანილ ნედლეულზე საგადასახადო შეღავათის გავრცელებას. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, შეღავათის გამოყენება დამოკიდებულია იმპორტირებული ნედლეულისა და ფაქტობრივად ექსპორტირებული მზა პროდუქციის შესაბამისობის დადგენაზე. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ეს გარემოება საკუთარი ინიციატივით, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებები მას არ ადასტურებს. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე მას სხვა შემადგენლობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

  • №3გ-ად-12002-03-0620
    განსჯადობა / პროცესუალური (T3)

    სარჩელის უზრუნველყოფის სახით საბაჟო ორგანოსათვის ნავთობნარჩენის განბაჟების დავალდებულება

    დავა ეხებოდა საბაჟო დეპარტამენტისათვის იმპორტირებული ნავთობნარჩენის განბაჟების დავალდებულებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ განბაჟების მოთხოვნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული დამოუკიდებელი სარჩელით უნდა განიხილებოდეს. სასამართლომ აგრეთვე მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ დაუსაბუთებია სხვა მოპასუხის წარმომადგენლობა და უზრუნველყოფის საჭიროება. საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და უზრუნველყოფის შესახებ ქვედა სასამართლოს განჩინებები გაუქმდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე უნდა მისცეს უფლება, წარდგენილ დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილება შეიტანოს. 2. დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ: ა) საბაჟო ორგანომ დროებით შენახვის დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ; ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა. 3. თუ დროებით შენახვის დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საბაჟო ორგანოს არ წარედგინა, მან ეს დეკლარაცია ბათილად უნდა ცნოს: ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე; ბ) ამ დეკლარაციის წარდგენიდან 30 დღის გასვლის შემდეგ. 4. დროებით შენახული საქონლის გადაადგილების, დროებით შენახვის დეკლარაციის წარდგენის, მასში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები, აგრეთვე საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 18 აპრ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ტექსტი გადაკეთდა და მასში აღარ არის დებულება, რომ ცვლილება არ შეიძლება შეეხოს დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ ყოფილ საქონელს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26842742224³69510156679023776
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქონლის ადგილწარმოშობ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს სამოქალაქო…მომხმარებლის უფლებების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა